• February

    16

    2026
  • 60
  • 0
გივი მიქანაძე ვეკუას სახელობის ფიზიკა-მათემატიკის სკოლას ესტუმრა

გივი მიქანაძე ვეკუას სახელობის ფიზიკა-მათემატიკის სკოლას ესტუმრა

საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრი გივი მიქანაძე აკადემიკოს ილია ვეკუას სახელობის ფიზიკა-მათემატიკის N42 საჯარო სკოლას ეწვია.

მინისტრმა სკოლის თანამშრომლებთან შეხვედრა გამართა, არაფორმალური განათლების მიმართულებით მიმდინარე აქტივობებს გაეცნო და საგანმანათლებლო ინფრასტრუქტურა დაათვალიერა, რომელიც სარეაბილიტაციო სამუშაოების ჩატარებას საჭიროებს.

გივი მიქანაძის თქმით, ვეკუას სკოლა ნამდვილად ერთ-ერთი გამორჩეული სასწავლებელია, რომელმაც საქართველოს ფიზიკისა და მათემატიკის დარგში მრავალი პროფესიონალი აღუზარდა და ამ ტრადიციას ღირსეულად აგრძელებს. მინისტრის განცხადებით, სკოლის ინფრასტრუქტურული განვითარება სამინისტროს პრიორიტეტია.

ილია ვეკუას სახელობის ფიზიკა-მათემატიკის N42 საჯარო სკოლაში არაფორმალური განათლების ხელშეწყობის მიზნით ფუნქციონირებს გამომგონებელთა კლუბი, რომელიც მოიცავს რობოტექნიკის, STEAM-ის, „კრიტიკული აზროვნების‘‘ კლუბებს და სხვა. სასწავლებლის ბაზაზე ასევე ფუნქციონირებს შაბათის სკოლა და TV კლუბი, სადაც მოსწავლეები მათთვის საინტერესო თემებზე გადაცემებს ამზადებენ.

ინფორმაციას საქართველოს განათლების სამინისტრო ავრცელებს.

LEAVE A COMMENT

Your comment will be published within 24 hours.

COST CALCULATOR

Use our form to estimate the initial cost of renovation or installation.

REQUEST A QUOTE
Latest Posts
Most Viewed
Text Widget

Here is a text widget settings ipsum lore tora dolor sit amet velum. Maecenas est velum, gravida Vehicula Dolor