• December

    20

    2025
  • 21
  • 0
გივი მიქანაძე თბილისის 119-ე და 132-ე საჯარო სკოლებს ესტუმრა

გივი მიქანაძე თბილისის 119-ე და 132-ე საჯარო სკოლებს ესტუმრა

საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრი გივი მიქანაძე თბილისის 119-ე და 132-ე საჯარო სკოლებს ესტუმრა. ინფორმაციას ამის შესახებ განათლების სამინისტრო ავრცელებს.

მათივე ცნობით, მინისტრმა სკოლების საგანმანათლებლო ინფრასტრუქტურა დაათვალიერა და სასკოლო საზოგადოების წარმომადგენლებთან შეხვედრები გამართა.

„შეხვედრების ფარგლებში გივი მიქანაძემ პედაგოგებსა და მშობლებს ზოგადი განათლების სისტემის მიმართულებით დაგეგმილ სიახლეებზე მიაწოდა ინფორმაცია და მათთვის საინტერესო შეკითხვებს უპასუხა. შეხვედრაში მონაწილეობა ასევე მიიღეს გლდანის რაიონის დელეგატმა ვლადიმერ ბოჟაძემ, გამგებელმა ბესიკ კალაძემ და ადგილობრივი
ხელისუფლების სხვა წარმომადგენლებმა“, – ნათქვამია განათლების სამინისტროს გავრცელებულ ინფორმაციაში.

LEAVE A COMMENT

Your comment will be published within 24 hours.

COST CALCULATOR

Use our form to estimate the initial cost of renovation or installation.

REQUEST A QUOTE
Latest Posts
Most Viewed
Text Widget

Here is a text widget settings ipsum lore tora dolor sit amet velum. Maecenas est velum, gravida Vehicula Dolor