• September

    27

    2023
  • 108
  • 0
გივი მიქანაძე – პრეზიდენტი აღიარებს კიდეც, რომ უხეშად არღვევს კონსტიტუციას

გივი მიქანაძე – პრეზიდენტი აღიარებს კიდეც, რომ უხეშად არღვევს კონსტიტუციას

პრეზიდენტმა, როგორც საზოგადოება ხედავს, დააფიქსირა ცალსახა პოზიცია, ის აღიარებს კიდეც, რომ უხეშად არღვევს კონსტიტუციას, საზოგადოება გასულ კვირას განვითარებული მოვლენებით კიდევ ერთხელ დარწმუნდა პრეზიდენტის ზრახვებში და რეალურად დაინახა ამ ადამიანმა, როგორ მიიღო მონაწილეობა იმ სცენარის განვითარებაში, რომლითაც სახელმწიფოს ერთ-ერთ უმნიშვნელოვანესი ფინანსური ინსტიტუტი უნდა ჩამოშლილიყო – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ წევრმა, გივი მიქანაძემ განაცხადა.

„ვხედავთ პრეზიდენტი აგრძელებს კონსტიტუციის უხეშად დარღვევას. ეს მისი გადაწყვეტილებაა და ვხედავთ, რომ მართავს ამჟამად ბალტიის სამ ქვეყანაში მაღალი რანგის შეხვედრებს. სიმართლე რომ გითხრათ, არანაირი პოზიტიური მოლოდინი არ გვაქვს მისი ამ ვოიაჟისგან, გამომდინარე იქიდან, რომ ეს ადამიანი ღიად ამბობს, რომ თურმე არ გვეკუთვნის კანდიდატის სტატუსი და ამ დროს ამბობს, რომ ის დადის თურმე იმისთვის, რათა დაარწმუნოს ევროკავშირის წევრი სახელმწიფოების ლიდერები, რომ მიიღოს საქართველომ კანდიდატი ქვეყნის სტატუსი. მისი საქციელი მის საჯარო განცხადებებთან აცდენილია, მაგრამ ის განცხადებები, რასაც ის აკეთებს შემდგომში ცალსახად მიუთითებს, რომ მისი ეს საქმიანობა პირდაპირ დამაზიანებელია“, – აღნიშნა მიქანაძემ.

გივი მიქანაძის განცხადებით, მმათველმა გუნდმა სწორი გადაწყვეტილება მიიღო, როდესაც პრეზიდენტის მიმართ იმპიჩმენტის პროცედურა დაიწყო.

„ჩვენ სწორი გადაწყვეტილება მივიღეთ, როდესაც პირველივე მისი მხრიდან გადადგმულ ნაბიჯზე კონსტიტუციის დარღვევის კუთხით, უმრავლესობამ მიიღო გადაწყვეტილება, რეაგირება მოგვეხდინა და მიგვემართა საკონსტიტუციო სასამართლოსთვის. იმპიჩმენტის პროცედურა დავიწყეთ, ვიცით, რომ მომავალ კვირას, 3 ოქტომბერს საკონსტიტუციო სასამართლომ ჩანიშნა შესაბამისი სხდომა, რომელზეც განხილული იქნება კონსტიტუციის დარღვევასთან დაკავშირებული საკითხი. ჩვენ ველოდებით ამ განხილვას, თუმცა ყველა ის ნაბიჯი, რომელსაც პრეზიდენტი დგამს ცალსახად მიუთითებს და ამას ყველა აღიარებს, რომ მისი მხრიდან კონსტიტუცია უხეშად დაირღვა. ვნახოთ, რა დასკვნას დადებს საკონსტიტუციო სასამართლო და ამის შემდეგ ჩვენ უფრო მეტი ანალიზის და კომენტარის საშუალება გვექნება. დარწმუნებული ვართ, რომ ეს პროცესები შემდგომში გადმოინაცვლებს პარლამენტში და გაგრძელდება“, – განაცხადა მიქანაძემ.

LEAVE A COMMENT

Your comment will be published within 24 hours.

COST CALCULATOR

Use our form to estimate the initial cost of renovation or installation.

REQUEST A QUOTE
Latest Posts
Most Viewed
Text Widget

Here is a text widget settings ipsum lore tora dolor sit amet velum. Maecenas est velum, gravida Vehicula Dolor