• November

    28

    2023
  • 85
  • 0
გიორგი ამილახვარი – 2024 წელს განათლებისა და მეცნიერების ბიუჯეტი უპრეცედენტო ნიშნულს, 2 მილიარდ 508 მილიონ ლარს მიაღწევს

გიორგი ამილახვარი – 2024 წელს განათლებისა და მეცნიერების ბიუჯეტი უპრეცედენტო ნიშნულს, 2 მილიარდ 508 მილიონ ლარს მიაღწევს

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი გიორგი ამილახვარი საქართველოს პარლამენტის პლენარულ სხდომაზე მინისტრის საათის ფორმატში წარდგა.

მინისტრმა განათლების სისტემის ყველა საფეხურზე განხორციელებულ და მიმდინარე პროექტებზე ისაუბრა და მეცნიერების სფეროს განვითარების კუთხით გადადგმულ ნაბიჯებზე ისაუბრა.

სიტყვით გამოსვლისას გიორგი ამილახვარმა გაამახვილა განათლებისა და მეცნიერების სისტემის დაფინანსების ზრდის მნიშვნელობაზე.

„საქართველოს მთავრობის ერთ-ერთ მთავარ პრიორიტეტს განათლების სფეროს განვითარების ხელშეწყობა წარმოადგენს და სწორედ ამის ნათელი დასტურია განათლების სისტემის ყოველწლიურად მზარდი ბიუჯეტი“, – განაცხადა მინისტრმა.

როგორც მან აღნიშნა, განათლებისა და მეცნიერების დაფინანსება 2023 წელს 2 მილიარდ 77 მილიონ, 780 ათას ლარს შეადგენდა, ხოლო 2024 წელს ბიუჯეტი უპრეცედენტო ნიშნულს 2 მილიარდ 508 მილიონ ლარს მიაღწევს.

მინისტრის განცხადებით, 2012 წელთან შედარებით, როდესაც განათლების სფეროს დაფინანსებისთვის მხოლოდ 626.8 მლნ ლარი იყო გამოყოფილი, 2024 წელს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის ბიუჯეტი გაიზრდება 300%-ით.

LEAVE A COMMENT

Your comment will be published within 24 hours.

COST CALCULATOR

Use our form to estimate the initial cost of renovation or installation.

REQUEST A QUOTE
Latest Posts
Most Viewed
Text Widget

Here is a text widget settings ipsum lore tora dolor sit amet velum. Maecenas est velum, gravida Vehicula Dolor