• December

    12

    2023
  • 99
  • 0
გიორგი ამილახვარი – 2024 წლიდან ხელფასის 10%-იანი მატება შეეხება სკოლის ადმინისტრაციას, ხოლო ტექნიკურ პერსონალს ანაზღაურება 10-დან 50%-მდე გაეზრდება

გიორგი ამილახვარი – 2024 წლიდან ხელფასის 10%-იანი მატება შეეხება სკოლის ადმინისტრაციას, ხოლო ტექნიკურ პერსონალს ანაზღაურება 10-დან 50%-მდე გაეზრდება

2024 წლიდან ხელფასის 10%-იანი მატება შეეხება სკოლის ადმინისტრაციას, ხოლო ტექნიკურ პერსონალს ანაზღაურება 10-დან 50%-მდე გაეზრდება, – ამის შესახებ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა, გიორგი ამილახვარმა განაცხადა.

ზოგადი განათლების მიმდინარე რეფორმის პრეზენტაციაზე მინისტრმა კიდევ ერთხელ ისაუბრა მასწავლებელთა ხელფასების ზრდაზე.

მისი თქმით, 2024 წლის განათლების ბიუჯეტი განისაზღვრა 2 მილიარდ 508 მილიონ ლარით.

„160 მილიონი მოხმარდება მასწავლებელთა ანაზღაურების ზრდას. კერძოდ, 2024 წლის პირველი ივლისიდან, სრული დატვირთვის პირობებში, მასწავლებლების ხელფასი, სტატუსის მიუხედავად, საშუალოდ, გაიზრდება 500 ლარით და მეტით. საშუალოდ, 500 ლარითა და მეტით ანაზღაურების ზრდა მასწავლებელთა კორპუსის 70%-ს შეეხება. აღსანიშნავია, რომ 2024 წლიდან ხელფასის 10%-იანი მატება შეეხება სკოლის ადმინისტრაციას, ხოლო ტექნიკურ პერსონალს ანაზღაურება 10-დან 50%-მდე გაეზრდება“, – განაცხადა გიორგი ამილახვარმა.

LEAVE A COMMENT

Your comment will be published within 24 hours.

COST CALCULATOR

Use our form to estimate the initial cost of renovation or installation.

REQUEST A QUOTE
Latest Posts
Most Viewed
Text Widget

Here is a text widget settings ipsum lore tora dolor sit amet velum. Maecenas est velum, gravida Vehicula Dolor