• October

    13

    2023
  • 104
  • 0
გიორგი ამილახვარმა აზიის განვითარების ბანკის წარმომადგენელთან სამომავლო თანამშრომლობის პერსპექტივები განიხილა

გიორგი ამილახვარმა აზიის განვითარების ბანკის წარმომადგენელთან სამომავლო თანამშრომლობის პერსპექტივები განიხილა

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა, გიორგი ამილახვარმა სამუშაო შეხვედრა გამართა აზიის ბანკის (ADB) ადამიანური კაპიტალისა და სოციალური განვითარების სექტორის დირექტორთან, სოფია შაკილთან.

მხარეებმა მიმდინარე და სამომავლო თანამშრომლობის პერსპექტივები განიხილეს. საუბარი შეეხო ზოგადი განათლების განვითარების ხელშეწყობის მიზნით ერთობლივ პროექტს, რომელიც ითვალისწინებს სასკოლო ინფრასტრუქტურის გაუმჯობესებას, ეროვნული სასწავლო გეგმის დანერგვის მხარდაჭერასა და მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ხელშეწყობის მიზნით მხარდამჭერი ღონისძიებების განხორციელებას.

გიორგი ამილახვარმა აზიის განვითარების ბანკის წარმომადგენლებს ზოგადი განათლების განვითარების მიმართულებით საკუთარი ხედვებიც გააცნო და თანამშრომლობის გაღრმავების მზაობა გამოთქვა. შეხვედრას აზიის განვითარების ბანკის საქართველოს ოფისის დირექტორი ლესლი ბიერმან ლამი და მისი მოადგილე კამელ ბუჰმადი ესწრებოდნენ.

ინფორმაციას განათლების სამინისტროს პრესსამსახური ავრცელებს.

LEAVE A COMMENT

Your comment will be published within 24 hours.

COST CALCULATOR

Use our form to estimate the initial cost of renovation or installation.

REQUEST A QUOTE
Latest Posts
Most Viewed
Text Widget

Here is a text widget settings ipsum lore tora dolor sit amet velum. Maecenas est velum, gravida Vehicula Dolor