• July

    8

    2024
  • 74
  • 0
გიორგი გაბიტაშვილი – ნარკოტიკული საშუალებების გამავრცელებელი პირების მიმართ პარალელური ფინანსური გამოძიების პრაქტიკა უნდა გააქტიურდეს

გიორგი გაბიტაშვილი – ნარკოტიკული საშუალებების გამავრცელებელი პირების მიმართ პარალელური ფინანსური გამოძიების პრაქტიკა უნდა გააქტიურდეს

ნარკოსაქმიანობიდან მიღებული ფულის გათეთრების იდენტიფიცირების მიზნით, სამომავლოდაც უნდა გაგრძელდეს მუშაობა და გააქტიურდეს ნარკოტიკული საშუალებების გამავრცელებელი პირების მიმართ პარალელური ფინანსური გამოძიების პრაქტიკა, ნარკოტიკების გასაღებიდან მიღებული ქონების ჩამორთმევის მიზნით, – ამის შესახებ გენერალური პროკურორობის კანდიდატმა, გიორგი გაბიტაშვილმა საპროკურორო საბჭოს წევრებთან გასაუბრებაზე განაცხადა.

გიორგი გაბიტაშვილის თქმით, ბოლო წლებში სტაბილურად იზრდება ნარკოტიკული საშუალებების გამსაღებელ პირთა გამოვლენისა და სისხლისსამართლებრივი დევნის მაჩვენებელი.

„სისხლის სამართლის პოლიტიკა ამ პირების მიმართ მკაცრია და აღკვეთის ღონისძიებად გამოიყენება პატიმრობა. მკაცრია სასამართლოს განაჩენების საფუძველზე დანიშნული სასჯელებიც და, როგორც წესი, გამსაღებელ პირებთან არ ფორმდება საპროცესო შეთანხმება“, – განაცხადა გიორგი გაბიტაშვილმა.

როგორც გაბიტაშვილმა აღნიშნა, აუცილებელია, ნარკოდანაშაულის ყველაზე გავრცელებულ მუხლებზე შემუშავდეს სახელმძღვანელო მითითება აღკვეთის ღონისძიებების გამოყენებისა და საპროცესო შეთანხმების გაფორმების თაობაზე, რაზეც მუშაობა მიმდინარეობს.

გიორგი გაბიტაშვილმა საპროკურორო საბჭოს წევრებთან ნარკოტიკული საშუალების მომხმარებელ პირთა მიმართ ლიბერალურ პოლიტიკაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ ეს ტენდენცია მომავალშიც შესანარჩუნებელია.

LEAVE A COMMENT

Your comment will be published within 24 hours.

COST CALCULATOR

Use our form to estimate the initial cost of renovation or installation.

REQUEST A QUOTE
Latest Posts
Most Viewed
Text Widget

Here is a text widget settings ipsum lore tora dolor sit amet velum. Maecenas est velum, gravida Vehicula Dolor