• March

    27

    2026
  • 38
  • 0
გიორგი გაბუნია – ყველამ კარგად იცის, რომ საზოგადოება, რომელსაც ზურგს ეკლესია უმაგრებს, ვერ გაკონტროლდება, მასზე გავლენა ვერ ექნებათ, ამიტომ, წლებია, ეს ეკლესიას თავს ესხმიან

გიორგი გაბუნია – ყველამ კარგად იცის, რომ საზოგადოება, რომელსაც ზურგს ეკლესია უმაგრებს, ვერ გაკონტროლდება, მასზე გავლენა ვერ ექნებათ, ამიტომ, წლებია, ეს ეკლესიას თავს ესხმიან

ჩათვალეს, რომ თითქოს ქართულ ეკლესიას ხელმძღვანელი არ ჰყავს და სუსტია. პირიქით, ეკლესია ისეთი ძლიერია, როგორც არასოდეს, – ამის შესახებ პარლამენტის კულტურის კომიტეტის თავმჯდომარემ, გიორგი გაბუნიამ განაცხადა.

მისივე თქმით, საქართველოს ეკლესია საკმარისად ძლიერია, რომ ყველა გამოწვევას საკადრისი პასუხი გასცეს.

„სამწუხაროდ, ქვეყანაში ადამიანები არსებობენ, რომელთაც ეკლესია არ უყვართ და პატრიარქი არ უყვარდათ, ამის გამოხატულებას ყოველთვის ვხედავთ. როცა ძვირფასი პატრიარქი დავკარგეთ, ვხედავთ, რომ ეკლესიაზე თავდასხმა არ წყდება. ეს პროცესი გარედანაც იმართება, რადგან არ მოსწონდათ, რომ ჩვენს ქვეყანაში ეკლესიას დიდი ავტორიტეტი და ნდობა ჰქონდა. ყველამ კარგად იცის, რომ საზოგადოება, რომელსაც ზურგს უმაგრებს ეკლესია, მისი კონტროლი და მასზე ზეგავლენის მოპოვება ძნელია. ამიტომ, წლებია, ეს თავდასხმები ეკლესიაზე ხორციელდება. ამ მიმართულებით ენჯეოსექტორის წარმომადგენლები აქტიურობენ. ისინი ცდილობენ, რომ ეკლესიის წარმომადგენლებს ისეთი რამე დააბრალონ, რაც არანაირ კავშირშია სიმართლესთან. ამიტომ ეს ბინძური კამპანია გრძელდება და ახალი ძალით დაიწყო. ჩათვალეს, რომ თითქოს ქართულ ეკლესიას ხელმძღვანელი არ ჰყავს და სუსტია. პირიქით, ეკლესია ისეთი ძლიერია, როგორც არასოდეს. ეკლესია საკმარისად ძლიერია, რომ ასეთ ბინძურ შეტევას და გამოწვევას საკადრისი პასუხი გასცეს“, – განაცხადა გაბუნიამ.

LEAVE A COMMENT

Your comment will be published within 24 hours.

COST CALCULATOR

Use our form to estimate the initial cost of renovation or installation.

REQUEST A QUOTE
Latest Posts
Most Viewed
Text Widget

Here is a text widget settings ipsum lore tora dolor sit amet velum. Maecenas est velum, gravida Vehicula Dolor