
გიორგი გვარაკიძის გადაწყვეტილება – ძლიერი ინსტიტუტის ლოგიკა და სახელმწიფოებრივი პასუხისმგებლობა
საქართველოს გენერალურ პროკურატურაში დაწყებული მასშტაბური რეფორმები, რომლებსაც სათავეში ახალი გენერალური პროკურორი, ბატონი გიორგი გვარაკიძე უდგას, ნათელი მაგალითია იმისა, თუ როგორ გარდაიქმნება უწყება თანამედროვე, ევროპული სტანდარტების მქონე ინსტიტუტად. პროცესები, რომლებიც დღეს ცენტრალურ აპარატსა თუ რეგიონულ დანაყოფებში მიმდინარეობს, მიმართულია ერთი მთავარი მიზნისკენ – მართლმსაჯულების ხარისხის ამაღლება და ინსტიტუციური სიმტკიცე !
პოპულიზმი VS სახელმწიფოებრივი ხედვა
უკანასკნელ პერიოდში პროკურატურის თანამშრომელთა შრომითი პირობების გაუმჯობესებაზე ატეხილი ხმაური სხვა არაფერია, თუ არა სახელმწიფოებრივი გადაწყვეტილების პოპულისტურად დაკნინების მცდელობა. თუმცა, ფაქტი უცვლელია, ძლიერი სახელმწიფო ვერ იარსებებს სუსტ, დაუფასებელ და მუდმივი წნეხის ქვეშ მყოფ სამართალდამცავ სისტემაზე.
გიორგი გვარაკიძემ ხელი მოაწერა არა „პრივილეგიების გაზრდას“, არამედ ინსტიტუციური სტაბილურობის დოკუმენტს.
პროკურორი, რომელიც იღებს ღირსეულ ანაზღაურებას, არის გარანტი იმისა, რომ სისტემა იქნება :
დამოუკიდებელი : ნაკლებად ექვემდებარება გარეშე ზეწოლას;
მდგრადი : ნაკლებად მოწყვლადია კორუფციული რისკების მიმართ;
პროფესიული : ორიენტირებულია ობიექტური გადაწყვეტილების მიღებაზე;
ეს არის ელემენტარული სახელმწიფოებრივი ლოგიკა, რომელსაც ჯანსაღი ანალიზის უნარის მქონე ნებისმიერი მოქალაქე უნდა ხედავდეს.
გამოცდილება, როგორც სახელმწიფო კაპიტალი :
განსაკუთრებული აღნიშვნის ღირსია „წელთა ნამსახურობის დანამატის“ საკითხი. სამართლის სფეროში გამოცდილება არა ნაკლი, არამედ უძვირფასესი კაპიტალია.
გიორგი გვარაკიძის ხედვა ამ მიმართულებით ცალსახაა :
სახელმწიფო, რომელიც გამოცდილ კადრს არ უფასებს ერთგულებას, საკუთარ სისტემას თავადვე ასუსტებს.
რეფორმის შედეგად, პროკურატურა ყალიბდება არა შემთხვევითი და დროებითი კადრების თავშესაფრად, არამედ პროფესიული, სტაბილური და მაღალი პასუხისმგებლობის მქონე უწყებად.
მასშტაბური განახლება : ცენტრიდან რეგიონებამდე :
ბატონი გიორგის, მმართველობის პერიოდში რეფორმების ტალღა თანაბრად შეეხო, როგორც თბილისს, ისე ყველა რეგიონულ დანაყოფს. ინფრასტრუქტურული გაუმჯობესება, ტექნოლოგიური განახლება და გადამზადების მუდმივი ციკლი პროკურატურას უფრო ეფექტურს ხდის.
„ხელფასების ზრდა არ არის პროკურატურის „გადარჩენა“ – ეს არის სახელმწიფოს გადარჩენის ინსტინქტი“.
ვინც ამ გადაწყვეტილებაში პრობლემას ხედავს, მას ან არ ესმის ინსტიტუციური მართვის პრინციპები, ან შეგნებულად ცდილობს ხელი შეუშალოს საქართველოს სახელმწიფოებრიობის გაძლიერებას.
გიორგი გვარაკიძის მეთაურობით, საქართველოს პროკურატურა დღეს უფრო დაცული, მოტივირებული და ძლიერია, ვიდრე ოდესმე.
ქეთი ხომერიკი, ირაკლი კერესელიძე
,,GEO NEWS”





