
- By Keti Khomeriki
- In ინტერვიუ
გიორგი გუგავა :,,სანქციები ახალ მასშტაბებს იძენს, რომელიც სრული ფინანსური და უვიზო რეჟიმის შეჩერებით დასრულდება !
ბრიფინგზე ჟურნალისტის კითხვაზე, რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, სერგეი ლავროვის რეზონანსული პასუხი, სანქციები ამერიკიის შეერთებული შტატებიდან და მზადება გადამწყვეტი არჩევნების წინ. სწორედ ამ თემებზე ისაუბრა ,,GEO NEWS,,-თვის მიცემულ ინტერვიუში ,,ლეიბორისტული პარტიის,, ერთ-ერთმა ლიდერმა, გიორგი გუგავამ.
გიორგი გუგავა: ჩემი აზრით, სერგეი ლავროვის განცხადება, სადაც ის საქართველოს, აფხაზეთთან და ოსეთთან ურთიერთობის ნორმალიზების პროცესის მოგვარებას სთავაზობს, ანუ ინიციატივით გამოდის, პროპაგანდის ნაწილია და მეტი არაფერი. სხვათა შორის, ლავროვს რაიმე ახალი და განსაკუთრებული არ უთქვამს. ყველაზე ტრაგიკული კი, ოფიციალური თბილისის გამოხმაურებაა, რომელმაც ლავროვის გზავნილი პოზიტიურ ნაბიჯად შეაფასა.
–ბატონო გიორგი, მოსალოდნელია თუ არა აშშ-დან და დასავლელი პარტნიორებიდან სანქციების მორიგი პაკეტი ?
-რა თქმა უნდა. სხავათა შორის, სწორედ ჩვენ ვიყავით ავტორები, ვარწმუნებდით დასავლეთს, რომ საქართველოს ხელისუფლების წინააღმდეგ გამოყენებულიყო სასანქციო პაკეტი, რის შემდეგაც დაიწყო პროცესი. სანქციები ახალ მასშტაბებს იძენს, რომელიც სრული ფინანსური და სავიზო სანქციებით დასრულდება. უკვე არსებობს აშშ-ის პრეზიდენტის, ჯო ბაიდენის განკარგულება, რომლის მიხედვითაც ის, ვინც ხელს უწყობს რუსეთს დაწესებული სანქციებისთვის თავის არიდებაში, ასეთ შემთხვევაში არის სანქცია.
–გადამწყვეტი არჩევნებია, თქვენი აქტიურობა არ ჩანს…
-პარტიას დიდი პრობლემები შეუქმნეს, იცით შეწყვეტილი აქვს დაფინანსება. ასევე პარტიას ჩამოერთვა წინასაარჩევნოდ ტელე ეთერებში უფასო პოლიტიკური რეკლამის განთავსება, თუმცა ამის ფონზე პარტიის ლიდერი შალვა ნათელაშვილი პარტიის სხვა წევრებთან ერთად მოსახლეობას ყოველდღიურ რეჟიმში ხვდება. მოსახლეობა მას თავიანთ პრობლემებზე ესაუბრება. ,,ლეიბორისტული პარტიას,, მოსახლეობის მხარდაჭერა აქვს.
ირაკლი გუნია





