• July

    14

    2024
  • 65
  • 0

გიორგი ვაშაძე – დემოკრატია საფრთხეშია მთელ მსოფლიოში, ისევე, როგორც აქ, საქართველოში

დემოკრატია საფრთხეშია მთელ მსოფლიოში, ისევე, როგორც აქ, საქართველოში, – ამის შესახებ „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერი გიორგი ვაშაძე სოციალურ ქსელში წერს.

ვაშაძე დონალდ ტრამპზე თავდასხმას ეხმაურება.

„ჩვენ ვგმობთ თავდასხმას დონალდ ტრამპზე და ვუსურვებთ მალე გამოჯანმრთელებას. დემოკრატია საფრთხეშია მთელ მსოფლიოში, ისევე, როგორც აქ, საქართველოში. მთავრობას სურს, ჩაგვიკეტოს კარი დემოკრატიისკენ და დაგვტოვოს სიღარიბეში.

სწორედ იმ მომენტში, როდესაც ჩვენ გვჭირდება გვერდში დგომა დემოკრატიებთან მთელს მსოფლიოში, ჩვენმა მთავრობამ გაანადგურა ურთიერთობა ჩვენს მთავარ სტრატეგიულ პარტნიორთან აშშ-სთან. იმ დროს, როცა ჩვენ უნდა ვიყოთ აშშ-სთან ერთად, ეს ხელისუფლება მათ შეურაცხყოფას აყენებს კონსპირაციებით.

საგანგაშოა დღევანდელი მთავრობის განცხადებები. შეძრწუნებულები ვართ მათი პასუხით, რომელიც ხაზს უსვამს მათ მცდელობებს კიდევ უფრო გააფუჭონ და საბოლოოდ გაწყვიტონ ურთიერთობები ჩვენს მოკავშირეებთან“,- წერს გიორგი ვაშაძე.

LEAVE A COMMENT

Your comment will be published within 24 hours.

COST CALCULATOR

Use our form to estimate the initial cost of renovation or installation.

REQUEST A QUOTE
Latest Posts
Most Viewed
Text Widget

Here is a text widget settings ipsum lore tora dolor sit amet velum. Maecenas est velum, gravida Vehicula Dolor