- By Keti Khomeriki
- In პოლიტიკა
გიორგი ვაშაძე : ევროკავშირია ჩვენი მომავალი და ვხედავთ ხელისუფლებაში მოკალათებულ პოლიტიკურ დაჯგუფებას, რომელიც სისტემურ და მუდმივ საბოტაჟშია ევროინტეგრაციის კუთხით
საქართველოს მოსახლეობის აბსოლუტური უმრავლესობის არჩევანია ძლიერი საქართველო ევროკავშირთან და ნატო-თან ერთად. საქართველოს მოქალაქეებს უნდათ, რომ იყვნენ ეკონომიკურად ისეთივე ძლიერი, დემოკრატიულად მყარი, ისეთივე თავისუფალი და უსაფრთხო ქვეყანა, როგორიც არიან ევროკავშირის წევრი ქვეყნები“, – განაცხადა პარლამენტის ოპოზიციონერმა დეპუტატმა, გიორგი ვაშაძემ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე.
„გვეუბნებიან, მოდით მოგვეხმარეთ, გადადგით ნაბიჯები, რათა ჩვენც დაგეხმაროთ, რათა ღია კარი უბრალოდ ღია კარი კი არ იყოს, არამედ ვიყოთ ღირსეულნი ღირსეულთა შორის, ვიყოთ ევროკავშირის სრულუფლებიანი წევრი. რა ხდება ამ დროს საქართველოში? საზოგადოება მკაფიოდ ამ პოზიციაზეა, ოპოზიცია ერთიანია და ამბობს, რომ ევროკავშირია ჩვენი მომავალი და ვხედავთ ხელისუფლებაში მოკალათებულ პოლიტიკურ დაჯგუფებას, რომელიც სისტემურ და მუდმივ საბოტაჟშია ევროინტეგრაციის კუთხით“, – განაცხადა გიორგი ვაშაძემ.
ოპოზიციონერმა დეპუტატმა დღეს, ბათუმში საკონსტიტუციო სასამართლოში მიმდინარე პრეზიდენტის იმპიჩმენტის პროცესს, „დიდი ფარსი და შოუ“ უწოდა.




