• September

    17

    2023
  • 149
  • 0

გიორგი ვაშაძე :თუ ვინმე ხმას მისცემს, მათი ლუსტრაცია მოხდება. შეიძლება ბევრს უნდოდეს, რომ სული მიჰყიდოს “ქართულ ოცნებას”, თუმცა მე გაცილებით უკეთესი წარმოდგენის ვარ ყველა ოპოზიციონერზე

შეიძლება ბევრს უნდოდეს, რომ სული მიჰყიდოს “ქართულ ოცნებას”, თუმცა მე გაცილებით უკეთესი წარმოდგენის ვარ ყველა ოპოზიციონერზე, – ამის შესახებ “სტრატეგია აღმაშენებლის” ერთ-ერთმა ლიდერმა, გიორგი ვაშაძემ პრეზიდენტის იმპიჩმენტთან დაკავშირებით ჟურნალისტებს განუცხადა.

“იმპიჩმენტს აქვს ერთი მთავარი მიზანი, საქართველოს ევროინტეგრაციის პროცესი დააზიანოს და მეორე მიზანი, არ ვისაუბროთ ელიტურ კორუფციაზე, ოლიგარქიაზე, რომელიც ქვეყანაში დამყარდა, ხალხის გაჭირვებაზე, სიღარიბეზე. “სტრატეგია აღმაშენებელი” “ნაციონალურ მოძრაობასთან” ერთად ძალიან პირნათელი ვართ საქართველოს მოქალაქეების წინაშე, რასაც ვამბობთ, იმას ვაკეთებთ. არავინ არის პატარა ბავშვი, ყველა დეპუტატი თავად მიიღებს გადაწყვეტილებას. ფარულია კენჭისყრა და ამიტომაც მივიღეთ ეს გადაწყვეტილება. ძალიან ხელოვნური და ორკესტრირებული მოგვეჩვენა ის შეტევა ჩვენთან და “ნაციონალურ მოძრაობასთან” მიმართებით, რომ აი, ვინმემ შეიძლება ხმა მისცესო. ეს ძალიან ჰგავდა ორკესტრირებულ, დადგმულ შოუს იმისთვის, რომ ვიღაცებისთვის ხმის მისაცემად გასასვლელი მიეცათ. ჩვენ ეს გასასვლელი ჩავკეტეთ. გიორგი ფაქტობრივად, ეს გზა არ დავუტოვეთ ჩვენ “ქართულ ოცნებას”. ყველაზე სწორი და ევროპული გამოსავალი იქნება, თუ “ქართული ოცნება” მოიხსნის უფლებამოსილებას, გადადგება პრემიერი, პარლამენტის თავმჯდომარეც, აღიარებენ იმ დანაშაულს, რაც ქვეყნის წინაშე აქვთ ჩადენილი, გაერიდებიან თანამდებობებს და ამ ქვეყანას თავს დაანებებენ. ეს ქვეყნისთვის ყველაზე კარგი გამოსავალი იქნება”,-განაცხადა ვაშაძემ.

LEAVE A COMMENT

Your comment will be published within 24 hours.

COST CALCULATOR

Use our form to estimate the initial cost of renovation or installation.

REQUEST A QUOTE
Latest Posts
Most Viewed
Text Widget

Here is a text widget settings ipsum lore tora dolor sit amet velum. Maecenas est velum, gravida Vehicula Dolor