• March

    20

    2024
  • 93
  • 0
გიორგი ვაშაძე – საქართველოს ინტერესების დაცვა არის ჩემი განცხადებები და, რაც დელეგაციის ოპოზიციის წევრებმა გააკეთეს, მოვითხოვეთ ევროპული ინვესტიციები, სამუშაო ადგილები

გიორგი ვაშაძე – საქართველოს ინტერესების დაცვა არის ჩემი განცხადებები და, რაც დელეგაციის ოპოზიციის წევრებმა გააკეთეს, მოვითხოვეთ ევროპული ინვესტიციები, სამუშაო ადგილები

მაკა ბოჭორიშვილს ჩემთვის თანასპონსორობა არ შემოუთავაზებია და უფრო მეტს გეტყვით, ჩვენ ყველგან ვუჭერთ მხარს ყველაფერს, რაც ევროკავშირთანაა დაკავშირებული, – ამის შესახებ „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერმა, გიორგი ვაშაძემ განაცხადა.

მისი თქმით, საქართველოს ინტერესების დაცვა არის ის, რაც ოპოზიციის წარმომადგენლებმა ასამბლეაზე გააკეთეს.

„კიდევ ერთხელ გეუბნებით, საქართველოს ინტერესების დაცვა არის ჩემი განცხადებები და რაც ჩვენი დელეგაციის ოპოზიციის წევრებმა გააკეთეს, როცა მოვითხოვეთ ევროპული ინვესტიციები, სამუშაო ადგილები. ჩვენს სიტყვას გაცილებით დიდი ფასი აქვს ევროკავშირში, ვიდრე მაკა ბოჭორიშვილის, ვიდრე სხვების სიტყვას. ვიდრე ეს ადამიანები ხალხის ინტერესის დაცვას არ დაიწყებენ, მუდმივად იქნებიან გაუგებრობაში“, – განაცხადა ვაშაძემ.

„ევრონესტის“ ასამბლეაზე საქართველოს, უკრაინისა და მოლდოვის ევროპულ პერსპექტივაზე რეზოლუციის ინიცირება ვერ მოხერხდა ქართული ოპოზიციისა და უკრაინის დელეგაციის უარის გამო. ოპოზიციიდან დელეგაციაში შედიოდნენ: გიორგი ვაშაძე, გიორგი ბოტკოველი, ანა წითლიძე და თამარ კორძაია.

LEAVE A COMMENT

Your comment will be published within 24 hours.

COST CALCULATOR

Use our form to estimate the initial cost of renovation or installation.

REQUEST A QUOTE
Latest Posts
Most Viewed
Text Widget

Here is a text widget settings ipsum lore tora dolor sit amet velum. Maecenas est velum, gravida Vehicula Dolor