• February

    3

    2025
  • 76
  • 0
გიორგი ვოლსკი სომხეთის ელჩს შეხვდა

გიორგი ვოლსკი სომხეთის ელჩს შეხვდა

პარლამენტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე გიორგი ვოლსკი საქართველოში სომხეთის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს, აშოტ სმბატიანს შეხვდა. ინფორმაციას პარლამენტის პრესსამსახური ავრცელებს.

მათივე ცნობით, შეხვედრაზე მხარეებმა ძირითადად, საქართველო-სომხეთს შორის ურთიერთობის საკითხებზე ისაუბრეს და სამომავლო თანამშრომლობაზე შეთანხმდნენ.

„შეხვედრაზე განვიხილეთ როგორც რეგიონში, ასევე ზოგადად მსოფლიოში მიმდინარე პროცესები. ყურადღება ასევე დაეთმო ორი ქვეყნის საკანონმდებლო ორგანოებს შორის თანამშრომლობის საკითხებს. უახლოეს პერიოდში ორივე ქვეყნის პარლამენტში მეგობრობის ჯგუფები შეიქმნება და ვიმედოვნებ, რომ პარლამენტებს შორის თანამშრომლობა კიდევ უფრო აქტიური გახდება. ამასთანავე, ბატონ ელჩს მადლობა გადავუხადე ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის ფარგლებში გამართულ ბოლო სხდომებზე სომხეთის დელეგაციის მხრიდან გამოხატული თანადგომისთვის, საქართველოს პოზიციის გაზიარებისა და მხარდაჭერისთვის“, – განაცხადა გიორგი ვოლსკიმ შეხვედრის შემდეგ.

LEAVE A COMMENT

Your comment will be published within 24 hours.

COST CALCULATOR

Use our form to estimate the initial cost of renovation or installation.

REQUEST A QUOTE
Latest Posts
Most Viewed
Text Widget

Here is a text widget settings ipsum lore tora dolor sit amet velum. Maecenas est velum, gravida Vehicula Dolor