- By Keti Khomeriki
- In პოლიტიკა
გიორგი თავდგირიძე – ქვეყანას დალაგება და მოწესრიგება სჭირდება !
„თუ ვერ გავითვითცნობიერებთ, რომ ქვეყანაც ჩვენი დასაცველია, პურიც ჩვენი გამოსაცხობია, ხელისუფლება ჩვენი ასარჩევი და გასაშვებია, გაჭირვებული ჩვენი დასაპურებელია და სიმდიდრისგან გაამპარტავნებული ჩვენი დასაოკებელია, მანამდე საქართველოს სახელმწიფოებრიობა ყოველთვის ეჭვ ქვეშ იქნება. ის რომ გეოგრაფიული მიმართულების არჩევანი სწორი გვაქვს და ვიცით დასავლეთი ჩრდილოეთს ჯობია, რეალობას არ ცვლის. შეხვედრისას ერთმანეთს არასწორ შეკითხვას ვუსვამთ, როგორ ხარ კი არ უნდა ვეკითხებოდეთ, რა გავაკეთოთ უკეთესად რომ ვიყოთ. ქვეყანას დალაგება და მოწესრიგება სჭირდება”,- წერს სოციალურ ქსელში სამხედრო ექსპერტი გიორგი თავდგირიძე.




