• November

    13

    2025
  • 33
  • 0
გიორგი კახიანი – გახარიას პარტიის წევრები პოლიტიკურ დევნაზე საუბრობენ, მაგრამ ფაქტები ბევრ რამეზე მეტყველებს

გიორგი კახიანი – გახარიას პარტიის წევრები პოლიტიკურ დევნაზე საუბრობენ, მაგრამ ფაქტები ბევრ რამეზე მეტყველებს

სტრასბურგის სასამართლომ  20 ივნისთან დაკავშირებით საქართველოს გამოძიება დაავალა, გამოძიებამ კი დაასკვნა, რომ სისხლის სამართლის გადაცდომებს ჰქონდა ადგილი და გიორგი გახარიას ბრალი წარედგინა, – ამის შესახებ პარლამენტის ვიცე-სპიკერმა, გიორგი კახიანმა განაცხადა.

მისივე თქმით, გიორგი გახარიასთან დაკავშირებით გადაწყვეტილება სასამართლომ უნდა მიიღოს.

„ფაქტია, მაშინდელი შინაგან საქმეთა მინისტრის ქმედებებს შედეგად საქართველოს ტერიტორიების დაკარგვა მოჰყვა. ეს კითხვებს ბადებს. ამ ქმედებებში არის თუ არა დანაშაულის ნიშნები? პროკურატურა თვლის, რომ არის. საბოლოო გადაწყვეტილებაზე სასამართლო იმსჯელებს. რაც შეეხება 20 ივნისს, სტრასბურგის სასამართლოს აქვს კითხვები, თუ რამდენად სწორად ჩატარდა ოპერაცია. ქვეყანას ამ მიმართულებით გამოძიების წარმოება დაევალა. გამოძიება დასკვნამდე მივიდა, რომ სისხლის სამართლის გადაცდომებს ჰქონდა ადგილი და მას ბრალი წარედგინა. ამ ნაწილშიც გადაწყვეტილება სასამართლომ უნდა მიიღოს. გახარიას პარტიისგან ეს ისე ფასდება, როგორც პოლიტიკური დევნა, მაგრამ ფაქტები ბევრ რამეზე მეტყველებს“, – განაცხადა კახიანმა.

ცნობისთვის, თბილისის საქალაქო სასამართლომ პარტიის „გახარია საქართველოსთვის“ თავმჯდომარეს, გიორგი გახარიას ჩორჩანის საქმეზე აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა.

LEAVE A COMMENT

Your comment will be published within 24 hours.

COST CALCULATOR

Use our form to estimate the initial cost of renovation or installation.

REQUEST A QUOTE
Latest Posts
Most Viewed
Text Widget

Here is a text widget settings ipsum lore tora dolor sit amet velum. Maecenas est velum, gravida Vehicula Dolor