• September

    27

    2024
  • 61
  • 0
გიორგი ტყემალაძემ და საკრებულოს წევრებმა სოხუმის დაცემის დღესთან დაკავშირებით, აფხაზეთში დაღუპულ გმირთა მემორიალი გვირგვინით შეამკეს

გიორგი ტყემალაძემ და საკრებულოს წევრებმა სოხუმის დაცემის დღესთან დაკავშირებით, აფხაზეთში დაღუპულ გმირთა მემორიალი გვირგვინით შეამკეს

სოხუმის დაცემის დღესთან დაკავშირებით, თბილისის საკრებულოს თავმჯდომარემ, გიორგი ტყემალაძემ, საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილეებმა, საკრებულოს უმრავლესობის ლიდერმა და უმრავლესობის წევრებმა, აფხაზეთში დაღუპულ გმირთა მემორიალი გვირგვინით შეამკეს.

როგორც თბილისის საკრებულოს თავმჯდომარემ განაცხადა, 27 სექტემბერი უმძიმესი დღეა ჩვენი ქვეყნის უახლეს ისტორიაში.

„სოხუმის დაცემის დღე ტრაგიკული დღეა ჩვენი ქვეყნის ისტორიაში. ეს არის ქართველების და აფხაზების ერთობლივი ტრაგედია, რომელსაც ათასობით მებრძოლთან ერთად მშვიდობიანი მოქალაქეებიც შეეწირნენ. ამ ომს გამარჯვებული არ ჰყოლია. მჯერა, ერთიანი ძალისხმევით ჩვენ შევძლებთ ქვეყნის გამთლიანებას და მშვიდობიანი გზით აღვადგენთ საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას“, – განაცხადა გიორგი ტყემალაძემ.

ცნობისთვის, სოხუმის დაცემის დღიდან 31 წელი გავიდა. სამხედრო დაპირისპირება აფხაზეთში 1992 წლის 14 აგვისტოს დაიწყო. ომი 13 თვე და 13 დღე გაგრძელდა და 1993 წლის 27 სექტემბერს, სოხუმის დაცემით დასრულდა, ათასობით ქართველი იძულებული გახდა საკუთარი სახლი დაეტოვებინა.

LEAVE A COMMENT

Your comment will be published within 24 hours.

COST CALCULATOR

Use our form to estimate the initial cost of renovation or installation.

REQUEST A QUOTE
Latest Posts
Most Viewed
Text Widget

Here is a text widget settings ipsum lore tora dolor sit amet velum. Maecenas est velum, gravida Vehicula Dolor