• July

    2

    2025
  • 99
  • 0
გიორგი ჯინჭარაძე – იდეა, რომლის გამო ტამიშის ბრძოლაში ჩვენი გმირები სამშობლოს შეეწირნენ, აუცილებლად იქნება აღსრულებული და საქართველო იქნება ერთიანი

გიორგი ჯინჭარაძე – იდეა, რომლის გამო ტამიშის ბრძოლაში ჩვენი გმირები სამშობლოს შეეწირნენ, აუცილებლად იქნება აღსრულებული და საქართველო იქნება ერთიანი

აფხაზეთის ომის დროს, ტამიშთან მომხდარი ბრძოლიდან 32 წელი გავიდა. ამ დღესთან დაკავშირებით აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარემ, გიორგი ჯინჭარაძემ, აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარესთან, ჯემალ გამახარიასა და ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის დირექტორთან, კობა კობალაძესთან ერთად, საქართველოს ერთიანობისთვის ბრძოლაში დაღუპული გმირების ხსოვნას პატივი მიაგო და გმირთა მემორიალი გვირგვინით შეამკო.

„ტამიშის ბრძოლა საქართველოს უახლეს ისტორიაში ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი მოვლენაა, ეს მაგალითია ჩვენი ახალგაზრდებისთვის. ჩვენმა გმირებმა საქართველოს ერთიანობისთვის გაწირეს ყველაზე ძვირფასი საკუთარი სიცოცხლე. დარწმუნებული ვარ, რომ იდეა, რომლის გამო ეს ადამიანები ჩვენს სამშობლოს შეეწირნენ, აუცილებლად იქნება აღსრულებული და საქართველო იქნება ერთიანი“, – განაცხადა გიორგი ჯინჭარაძემ.

მემორიალთან ასევე აფხაზეთის მთავრობის წევრები, უმაღლესი საბჭოს დეპუტატები, ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურისა და აფხაზეთის მეომართა კავშირის წარმომადგენლები იმყოფებოდნენ.

1993 წლის 2 ივლისს დაბა ტამიშთან აფხაზურმა მხარემ რუსეთის სამხედრო ხომალდით საზღვაო დესანტი გადმოსხა. ქართულმა მხარემ რამდენიმედღიანი ბრძოლის შედეგად 300-მდე მებრძოლი დაკარგა. მიუხედავად დიდი დანაკარგისა, ქართველმა ჯარისკაცებმა დესანტის მოგერიება შეძლეს, პოზიციები შეინარჩუნეს და საზღვაო დესანტი მთლიანად გაანადგურეს.

LEAVE A COMMENT

Your comment will be published within 24 hours.

COST CALCULATOR

Use our form to estimate the initial cost of renovation or installation.

REQUEST A QUOTE
Latest Posts
Most Viewed
Text Widget

Here is a text widget settings ipsum lore tora dolor sit amet velum. Maecenas est velum, gravida Vehicula Dolor