• November

    4

    2024
  • 53
  • 0
გლდანის რაიონში კიდევ ერთი სკვერი განახლდა

გლდანის რაიონში კიდევ ერთი სკვერი განახლდა

გლდანის „ა“ მიკრორაიონში, N55-58 კორპუსებთან სკვერის რეაბილიტაცია დასრულდა. პროექტს დედაქალაქის მერი კახა კალაძე ადგილზე გაეცნო.

„აღნიშნული სამუშაოები რამდენიმე თვის წინ დავიწყეთ. მოსახლეობას დავპირდით, რომ მოეწყობოდა სივრცე, სადაც ისინი შეძლებდნენ დასვენებას, გართობას, ვარჯიშს. პროექტის ფარგლებში ბავშვებისთვის მოეწყო ატრაქციონები, ასევე, ქვედა ტერიტორიაზე არის საკალათბურთო და საფეხბურთო მოედანი, რომელიც რეაბილიტირდა. სივრცე ყოველმხრივ მოწესრიგებულია, დამონტაჟდა ღამის განათებები, მოეწყო სარწყავი სისტემა, დაირგო ხე-მცენარეები. ახლა მნიშვნელოვანია, რომ მოვუაროთ ამ ყველაფერს. მინდა, მადლობა გადავუხადო გლდანის რაიონის გამგეობას და მის თითოეულ თანამშრომელს ასეთი კარგი პროექტის განხორციელებისთვის“, – განაცხადა კახა კალაძემ.

ადგილზე ასევე იმყოფებოდნენ გლდანის რაიონის გამგებლის მოვალეობის შემსრულებელი ბესიკ კალაძე და თბილისის საკრებულოს წევრი ვლადიმერ ბოჟაძე.

სამუშაოების ფარგლებში 12 117 კვადრატულ მეტრამდე ფართობზე რეკრეაციული სივრცე მოეწყო. ტერიტორიაზე განთავსდა ბავშვთა გასართობი და მოსასვენებელი ზონები, მოეწყო გარე განათებისა და სარწყავი სისტემები, დაიდგა ჩოგბურთის მაგიდები, განახლდა სპორტული მოედანი; სკვერის მნიშვნელოვანი ნაწილი გამწვანებას დაეთმო და დაირგო სხვადასხვა სახეობის ხე-მცენარე, ასევე, განთავსდა სკვერისთვის საჭირო სხვა ინფრასტრუქტურა. სამუშაოებისთვის გამგეობის ბიუჯეტიდან 1 847 408 ლარი დაიხარჯა.

ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს.

LEAVE A COMMENT

Your comment will be published within 24 hours.

COST CALCULATOR

Use our form to estimate the initial cost of renovation or installation.

REQUEST A QUOTE
Latest Posts
Most Viewed
Text Widget

Here is a text widget settings ipsum lore tora dolor sit amet velum. Maecenas est velum, gravida Vehicula Dolor