• October

    3

    2024
  • 210
  • 0
გომელაურის უწყება მოწოდების სიმაღლეზე დგას –  შსს-ს გენერალური ინსპექცია სამართლიან და კანონიერ გადაწყვეტილებებს დებს !

გომელაურის უწყება მოწოდების სიმაღლეზე დგას – შსს-ს გენერალური ინსპექცია სამართლიან და კანონიერ გადაწყვეტილებებს დებს !

,,GEO NEWS,,-ის მიერ გავრცელებული ინფორმაცია დადასტურებულია. კერძოდ, ამა წლის 13 დან – 20 აგვისტოს პერიოდში ძალოვანი უწყებისთვის ჩვენს მიერ მიწოდებული ინფორმაციის საფუძველზე, გომელაურის უწყებამ – შსს გენერალურმა ინსპექციამ საქმეზე შესწავლა დღეს დაასრულა და თანამდებობიდან გაათავისუფლა გლდანი-ნაძალადევის მთავარი სამმართველოს მე-3 სამმართველოს გამომძიებელი, თეონა ფერაძე რომელიც, საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრის გიორგი გახარიას და მისი პარტიის ერთ-ერთი ლიდერის ნათია მეზვრიშვილის მარჯვენა ხელი, კადრია.

ჩვენი მკითხველის საყურადღებოდ, ვიმეორებთ, რომ საუბარია, 2024 წლის 13 დან -20 აგვისტოს პერიოდზე, როცა ,,Geo News”-მა შინაგან საქმეთა სამინისტროს გენერალურ ინსპექციას მიმართა და წარუდგინა მტკიცებულებები, რომლებიც შსს-ს უწყებაში გამომძიებელ თეონა ფერაძის ჩანერგვის მტკიცებულებებს ასახავდა. შეგახსენებთ, მაშინ თეონა ფერაძე გლდანი-ნაძალადევის მთავარი სამმართველოს მე-3 სამმართველოს გამომძიებელი იყო.

საქმე ის გახლავთ, რომ ჩვენ როგორც კი, გამოვაქვეყნეთ სტატია სათაურით : ,,გომელაურის უწყებაში წმენდა გლდანი-ნაძალადევის მთავარი სამმართველოდან იწყება”? ინფორმაციის გავრცელებისთანავე ინტერნეტგამოცემა ,,GEO NEWS”-ის დამფუძნებელს ქეთევან ხომერიკს დაუკავშირდა გამომძიებელი თეონა ფერაძე და მიაწოდა მე-3 საამმართველოს თანამშრომელთა ,,ჩატი,, , შიდა მიმოწერის ე.წ სქრინები, სადაც მითითებული იყო, რომ გლდანი-ნაძალადევის მთავარი სამმართველოს მე-3 სამმართველოში ქეთევან ხომერიკის განცხადება იძებნებოდა. რაც ბუნებრივია თავიდანვე იყო სიცრუე. მსგავსი განცხადება ბუნებაში არ არსებობს. ( იხ: სტატია სათაურით : ,,Geo News” შსს-ში ,,ჩანერგილების” მხილებას აგრძელებს”) !

აღსანიშნავია ისიც, რომ გამომძიებელ თეონა ფერაძის მიერ ქეთევან ხომერიკისთვის გაგზავნილი ე.წ სქრინები, შსს- ,,ჩატის” შიდა მიმოწერა ჩვენს მედიაში არ გავრცელებულა, რადგან ეს ანტისახელმწიფოებრივი ქმედებაა. ჩვენ კი, პირველ რიგში, სახელმწიფოს ვესახურებით. თუმცა ზემოთაღნიშნული ინფორმაცია ჩვენი ინტერნეტგამოცემის დამფუძნებელმა მყისიერად მიაწოდა შინაგან საქმეთა სამინისტროს გენერალურ ინსპექციას, რადგან სახელმწიფოებრივად მოაზროვნე ჟურნალისტი, მოქალაქეა. გარდა ამისა, გამომძიებელ თეონა ფერაძის ქმედება პროვოკაციად მიიჩნია.

დღეს ჩვენ გვსურს რეაგირებისთვის და სამართლიანობის დადგომისთვის განსაკუთრებული მადლობა გადავუხადოთ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს. მინისტრ ბატონ ვახტანგ გომელაურს, მის მოადგილეს ბატონ შალვა ბედოიძეს, შსს გენერალური ინსპექციის ხელმძღვანელობას, ასევე გენერალური ინსპექციის გამომძიებელ ლაშა კაპანაძეს, რომელიც ამ საქმეს სიღრმისეულად სწავლობდა. ღირსეული და კანონმორჩილი სამართალდამცავია.

დიახ, შსს-ს გენერალურმა ინსპექციამ ჩვენს მიერ მიწოდებული ინფორმაციის საფუძველზე განახორციელა რეაგირება და მიიღო სამართლიანი და კანონიერი გადაწყვეტილება, რომელიც უწყებაში ჩანერგილი კადრებისგან გაწმენდას გულისხმობს.

ჩვენ მივიჩნევთ, რომ დამდგარი სამართლიანი შედეგი კიდევ ერთხელ მიუთითებს საქართველოს ძალოვანი უწყებების, კერძოდ, შსს-ს პროფესიონალიზმსა და გამჭირვალობაზე, რომელიც ამ წუთამდე განაგრძობს იდგეს მოწოდების სიმაღლეზე და გაწმინდოს უწყება ,,ჩანერგილი” კადრებისგან. ასევე მედიის მიერ მიწოდებული ინფორმაციების საფუძველზე ყველა საქმის-კანონდარღვევის შესწავლა აწარმოოს და გადაცდომებზე სრული ჭეშმარიტება და სამართლიანი გადაწყვეტილება მიიღოს.

ინტერნეტგამოცემა ,,GEO NEWS,, კი, კვლავ განაგრძობს სამთავრობო უწყებებში, განსაკუთრებით, ძალოვან უწყებებში ,,ჩანერგილი” კადრების გამოვლენას, რადგან ჩვენი სარედაქციო პოლიტიკის გათვალისწინებით პატივს ვცემთ საზოგადოების სწორ ინფორმირებას და პირველ რიგში სახელმწიფო ინსტიტუციებს.

p.s. ჩვენს მოქალაქეებს, რომ მშვიდად სძინავთ და სახელმწიფოში მშვიდობაა, ეს ძალოვანი უწყებების დამსახურებაა. ლომის წილი მათ მიუძღვით, რადგან 24 საათის განმავლობაში ქვეყნის სადარაჯოზე დგანან და ღირსეულად და თავდაუზოგავად იცავენ საქართველოს მოსახლეობისა და სახელმწიფოს უსაფრთხოებას. 

( გაგრძელება იქნება )

ირაკლი გუნია, ქეთი ხომერიკი

,,Geo News”

 

LEAVE A COMMENT

Your comment will be published within 24 hours.

COST CALCULATOR

Use our form to estimate the initial cost of renovation or installation.

REQUEST A QUOTE
Latest Posts
Most Viewed
Text Widget

Here is a text widget settings ipsum lore tora dolor sit amet velum. Maecenas est velum, gravida Vehicula Dolor