• August

    13

    2024
  • 330
  • 0
გომელაურის უწყებაში დიდი წმენდა იწყება ?

გომელაურის უწყებაში დიდი წმენდა იწყება ?

,, Geo News “- ის კონფიდენციალური წყაროს თქმით, გომელაურის უწყებაში დიდი წმენდა იწყება.

,, ,, შსს “-ში წმენდა სამეგრელო – ზემო სვანეთის რეგიონიდან მოხდება. კონკრეტული ქალაქები: სენაკი, ხობი, მარტვილი,ზუგდიდი “,- გვეუბნება წყარო ძალოვანი უწყებიდან.

წყაროს ინფორმაციით, პოსტიდან უშვებენ სენაკის, ხობისა და მარტვილის კრიმინალური პოლიციის არაერთ თანამშრომელს.

,, დამერწმუნეთ, პროცესი დაწყებულია. გომელაური იშორებს ყველას, ვინც ასოცირდება ოპოზიციასთან და ვინც მოიაზრება მათი ინტერესების გამტარებლად. მისი მთავარი სამიზნეები იქნებიან ,, ნაცმოძრაობისა” და გახარიას პარტიის კადრები, ე.წ. ჩანერგილები. პატივცემული გახარია ხელს ითბობს ზურგს უკან. მისი ხალხით სავსეა ,,შსს “. კონკრეტულ სიტუაციაში ვის თხოვნას თუ ბრძანებას ემორჩილებიან ეს ადამიანები რთული მისახვედრი არ უნდა იყოს. მინისტრსა და მის მოადგილებს პირში უცინიან, ზურგს უკან კი სამარეს უთხრიან. გარწმუნებთ, ,,ნაცები”- ისა და გახარიას კადრები საბოლოოდ დასამარდებიან. გიმეორებთ, მინისტრის დავალებით ისინი თანამდებობებს დაემშვიდობებიან, მოუწევთ უწყების დატოვება.

ფიქრობთ არ იციან მოღალატეები, რომ ჰყავთ ? იციან. აწყობთ არა, რაღაც ეტაპზე აწყობდათ. დღეს ლუსტრირებაა საჭირო – მოღალატე ყველას უღალატებს. ,,შსს” ,,ნაცების” გარეშე, აგერ თქვენ და აგერ მე”, – გვიმტკიცებს ჩვენი კონფიდენციალური წყარო.

p.s. ,, Geo News” –ის კონფიდენციალური წყაროს ინფორმაციით, თბილისის ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტი გავსებულია ,,ნაცმოძრაობის” და გახარიას კადრებით. ,,ცკპდ”-ში წმენდა გარდაუვალია.

,, გაგრძელება იქნება “

ქეთი ხომერიკი 

LEAVE A COMMENT

Your comment will be published within 24 hours.

COST CALCULATOR

Use our form to estimate the initial cost of renovation or installation.

REQUEST A QUOTE
Latest Posts
Most Viewed
Text Widget

Here is a text widget settings ipsum lore tora dolor sit amet velum. Maecenas est velum, gravida Vehicula Dolor