
ექსკლუზივი : გომელაურის უწყების მაღალჩინოსნები პაპიძე და პოლკოვნიკი რაზმაძე კიბერბულინგის ,,ფანატები” არიან თუ გაბოროტებული ,,ნაცების” წახალისებას ახდენენ ?
გუშინ ,,GEO NEWS”-მა გამოაქვეყნა სტატია სათაურით :,,შსს-ს დიდუბე-ჩუღურეთის მე-4 სამმართველოს უფროსის მოადგილე დანაშაულზე არ რეაგირებს და თითს პროკურატურისკენ იშვერს”…რომელშიც აღვწერეთ ის საგულისხმო შედეგი, რაც ამ სამმართველოს წიაღში მოხდა. ამჯერად შევეცდებით ის მწარე სიმართლე, რაც გუშინ მოგითხრეთ ამ წერილში ,,ლაითი” იუმორით, მაგრამ არანაკლებ მნიშვნელოვანი დეტალებით შევავსოთ.
იყო და არა იყო რა, ამაზე უკეთესი რა იქნებოდა და იყო შსს-ს დიდუბე-ჩუღურეთის მე-4 სამმართველო. უფროსი გიორგი პაპიძე და მოადგილე პოლკოვნიკი კახაბერ რაზმაძე. ისინი ამტკიცებენ და სურთ ეს ,,ბრენდად”აქციონ, რომ ნებისმიერ ,,მოხალისეს“, მით უფრო გაბოროტებულ ,,ნაცებს” და მათ ,,ტროლებს” უფლება აქვთ შეჰქმნან ბევრი ,,ფეიკ” ექაუნთი და დაუარონ ყველას, ვინც კი არ მოსწონთ. აყენონ შეურაცხყოფა, ლანძღონ, უთვალთვალონ, აიძულონ ჩვეული ცხოვრების წესის შეცვლა, უგზავნონ პორნოგრაფიული კონტენტის მასალები, შეურაცხყონ პროფესიული, პირადული და ოჯახური ღირებულებები, მათ შორის ისეთი მორალური ფსკერიც კი ჩახვრიტონ, რომ თვით ქართველ პატრიოტთან და საქართველოს არაერთ ძალოვან სტრუქტურაში მოღვაწე მეგობართან ერთად გადაღებულ ფოტოებზე უხამსი კომენტარები ტვირთონ და ზოგადადაც თავი იგრძნონ კაცობრიობის ეთიკურ-მორალური ნორმებისაგან სრულად თავისუფლად. მას შემდეგ კი, რაც ასეთი ქმედებების შედეგად შეურაცხყოფილი პირები ზემოხსენებულ პოლკოვნიკ რაზმაძეს მიმართავენ, მისგან პასუხად საქმის აღძვრაზე უარს ოპერატიულად მიიღებენ. თუ რამეა და, იმასაც გირჩევთ, თუ მას პირადად არ იცნობთ მისი სახელი და გვარი მეორედ არ გაიმეოროთ. ასევე გადაგამისამართებთ პროკურორთან საჩივრის დასაწერად და წინასწარვე განგიმარტავთ, რომ უარს პროკურორის მოთხოვნით გეუბნებათ. ასე და ამგვარად, მე-4 სამმართველოში წრეზე მოსიარულე დაზარალებული შესაძლოა აღმოჩნდეს პოლკოვნიკი რაზმაძეს მთლად უფროს ბატონ გიორგი პაპიძესთან, რომელიც მისი მოადგილისგან განსხვავებით თქვენი შეურაცხმყოფელის ვინაობის დადგენაში დახმარებას აღგითქვამთ ადმინისტრაციული პროცედურის ფარგლებში. ანუ ის გიპოვით პიროვნებას და მერე სამართლის აღსრულებას კვლავაც თქვენ ,,მოგანდობთ”. რამეთუ საკუთარ მოადგილე პოლკოვნიკთან ერთად ისიც მიიჩნევს, რომ ზემოაღწერილ ქმედებებში სისხლის სამართლის დანაშაული არ იკვეთება.
სიმწრის სიცილი გიპყრობს ადამიანს, როდესაც მთავარი პრობლემა, რომელიც ჩვენ შეგვექმნა მე-4 სამმართველოსთვის მიმართვის შემდგომ, სწორედ ის იყო, რომ ,,ფეიქ” ექაუნთიდან ჩვენი მისამართით შეურაცხყოფისა და ტალახის მსროლელის ვინაობის დადგენის მოთხოვნა იყო, რაზედაც გუშინ დილას პოლკოვნიკ კახაბერ რაზმაძის მხრიდან უარი გვეთქვა, ხოლო საღამოს გიორგი პაპიძისგან კი, თანხმობა. საკმაოდ არათანმიმდევრული ქმედებებია.
მიუხედავად იუმორისტულ ჭრილში დანახვისა ჩვენ სრული სერიოზულობით გვაინტერესებს რა აზრის არის მსგავს ქმედებებზე, როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროს ზემდგომი ადმინისტრაციული დანაყოფები, ასევე თავად მინისტრი ვახტანგ გომელაური, რადგან მდგომარეობის ტრაგიკომიკურობის მიუხედავად პრობლემა ძალიან სერიოზულია და უშუალოდ უკავშირდება საქართველოს სახელმწიფოს მიერ საერთაშორისო თანამეგობრობის წინაშე სამართლებრივ ფორმით აღებულ ვალდებულებებს ( გაეროს დეკლარაცია კიბერუსაფრთხოების შესახებ, ეუთოს ნორმატივები და საქართველოს ასოცირების ხელშეკრულება). სათანადოდ 21 საუკუნის სენად მიჩნეულ კიბერდანაშაულს საქართველო ისევე ებრძვის, როგორც მთელი მსოფლიო, რაც იმას გულისხმობს, რომ ამ დანაშაულის ჩამდენი პირების მხილება მაღალი სამართლებრივი პრიორიტეტია და თუ ამ ყველაფერს მხოლოდ პოლკოვნიკი რაზმაძის თვალით შევხედავთ, მაშინ გამოვა, რომ ინტერნეტ სფეროში ჩადენილ დანაშაულებზე რეაგირება არ უნდა მოვახდინოთ. ანუ, როგორც მისი ქვემდგომი თანამშრომლები ამბობენ : ,,დავიკიდოთ“. მაგრამ თუ ასე მოვიქცევით გამოდის, რომ ბატონი პოლკოვნიკი ,,სირაქლემის პოზაში” აღმოჩნდება. როდესაც თავი მიწაშია, ხოლო ტანი ჩანს ანუ დანაშაული ხდება, ჩვენ მას მიწაში თავის ჩარგვით ვემალებით, თვალებს ვხუჭავთ, მაგრამ დანაშაულის სხეული ხილული და პრობლემურია.
,,GEO NEWS” პატივისცემითაა განწყობილი შინაგან საქმეთა სამინისტროსადმი, რამეთუ სახელმწიფო სტაბილურობა მნიშვნელოვანწილად მისი ძალოვანი სტრუქტურების მიმართ საზოგადოების ლეგიტიმურ ნდობას ემყარება, რაც ამ უწყებისთვის დაკისრებული საზოგადოებრივი უსაფრთხოების უზრუნველყოფის მაღალი მიზნიდან გამომდინარეობს. ჩვენ ვფიქრობთ, რომ მინისტრი და მისი მოადგილეები ეფექტური მენეჯერები არიან და საკუთარ საქმიანობას მაღალი პროფესიული სტანდარტით წარმართავენ. ამიტომაც, ჩვენი სურვილია სამინისტროს ხელმძღვანელობა სრულად და კომპეტენტურად იქნეს ინფორმირებული ამ და წინა პუბლიკაციებში მოთხრობილი ფაქტებისა და პიროვნებების შესახებ. ამისათვის ჩვენ გვექნება კომუნიკაციის მცდელობა უწყების ადმინისტრაციულ დანაყოფთან.
მნიშვნელოვანია ყურადღება გამახვილდეს იმაზე, რომ ჩვენ 2 თვეზე მეტია დეტალურად ვიკვლევთ შინაგან საქმეთა სამინისტროს სხვადასხვა დანაყოფების და მათი თანამშრომლების კეთილსინდისიერი საქმიანობის პრაქტიკას. გაგვიმართლა და ჩვენთან კომუნიკაციაში შემოვიდნენ ძალოვანი სტრუქტურების პროფესიონალი თანამშრომლები, ვისთვისაც სულერთი არ არის ამ სამსახურებში კანონისა და სამართლიანობის აღსრულება, ასევე იმ ,,ჩანერგილი”კადრების მხილება და განეიტრალება, რომელთა მთავარი მისწრაფება შსს-ს რეპუტაციის შელახვა და საბოტაჟია. ჩვენი საქმიანობის შედეგად მყარი რეზულტატები იქნა გამოკვეთილი, მათ შორის ,,ჩანერგილთა” რიგებიდან ერთ-ერთი უკვე მხილებულია, ასევე მიმდინარეა სხვა საეჭვო კადრების ლუსტრაციის პროცესიც შსს-ს გენერალურ გენისპექციაში. რის შემდეგაც ,,GEO NEWS” -ის დამფუძნებლის მიმართ დაიწყო ერთგვარი დევნა და ანგარიშსწორება დღემდე უცნობი პირებისაგან, რომელთა ვინაობის დადგენაზეც პოლკოვნიკმა კახაბერ რაზმაძემ გადაჭრითი უარი განაცხადა. ჩვენ ვთვლით, რომ ამ სახის დამთხვევები შემთხვევითი უბრალოდ ვერ იქნება და მიუხედავად ამდაგვარი ზეწოლებისა ჩვენ შსს-ში ,,ჩანერგილთა” მხილებას მაინც განვაგრძობთ.
დასასრულს აღვნიშნავთ, რომ ძალოვანი წყაროები გამოთქვამენ მზადყოფნას მომავალშიც მოგვაწოდონ სენსიტიური და მნიშვნელოვანი ინფორმაცია მათ შორის პოლკოვნიკ კახაბერ რაზმაძესა და მის უშუალო ხელმძღვანელ ბატონ გიორგი პაპიძეზე, ისე სხვა მათ კოლეგებზე. შესაბამისად, ჩვენი გუნდი მზადაა მიიღოს გამოწვევა, რადგან ჩვენ არსენალში საკმარისზე მეტადაა დღემდე ჩრდილში დარჩენილი მოვლენების თაობაზე მნიშვნელოვანი მამხილებელი მასალები.
p.s. ამ თემაზე გუშინ გამოქვეყნებული მასალიდან რამდენიმე საათში ჩვენი გუნდისა და უფრო მეტიც, ,,GEO NEWS “-ის დამფუძნებლის ოჯახის წევრის მიმართ პოლკოვნიკ კახაბერ რაზმაძეს მხრიდან არასათანადო მოპყრობის მცდელობას ჰქონდა ადგილი, რაც უკვე ვაცნობეთ სათანადო კომპეტენციის მქონე უწყებებს და რაზეც უახლოეს დღეებში მოგითხრობთ.
( გაგრძელება იქნება )
გიორგი კორძაძე, ქეთი ხომერიკი





