• April

    11

    2025
  • 1018
  • 0
გომელაური, ბედოიძე, ჩუბინიძე, სუჯაშვილი, დავითაშვილი – ვინ მიდის, ვინ რჩება….

გომელაური, ბედოიძე, ჩუბინიძე, სუჯაშვილი, დავითაშვილი – ვინ მიდის, ვინ რჩება….

კონფიდენციალურმა წყარომ ,,GEO NEWS”-ს მიაწოდა ექსკლუზიური ინფორმაცია იმის თაობაზე, რომ ქართული პოლიტიკის კულუარებში მნიშვნელოვანი და არსებითი ხასიათის ცვლილებები ხორციელდება. წყარო ,,ქართული ოცნების” ზედა ეშელონების წარმომადგენელია, რომელიც საკუთარ ვინაობას უსაფრთხოებიდან გამომდინარე, არ ამჟღავნებს, თუმცა მნიშვნელოვან საკითხებზე გვესაუბრება, რასაც საქართველოს მომავლისთვის არსებითი გავლენა ექნება. 

წყარო გვთავაზობს დღევანდელი პროცესების ახსნას და გვიმხელს მნიშვნელოვან ინფორმაციებს. ჩვენს კითხვაზე თუ რატომ გადაწყვიტა, მაინც და მაინც, ახლა მოეყოლა ყველაფერი, მისი პასუხი ასეთია : მნიშვნელოვანია საქართველოს მოსახლეობამ ზუსტად იცოდეს მნიშვნელოვანი გადაადგილებების განმაპირობებელი საჭიროება. 

-გაინტერესებთ, რატომ შეიცვალა ხელმძღვანელობა ,,სუს”-ში ?  შევეცდები მოგითხროთ, ის რეალობა, რომელიც მსგავსი საკადრო გადაწყვეტილებების მიღების წინაპირობა გახლავთ.

,,სუს”-ის ყოფილი უფროსი, გრიგოლ ლილუაშვილი მნიშვნელოვანი და სერიოზული ინფორმაციის მატარებელია, რა თქმა უნდა, ეს მისი პროფესიონალიზმისა და წლების განმავლობაში სპეცსამსახურის ხელმძღვანელის პოზიციაზე საქმიანობის დამსახურებაა. ვრცელდება ვერსიები, რომელშიც თითქოსდა, მომხადარის ლოგიკის ახსნას ცდილობენ, მაგრამ არსი იმაშია, რომ მოხდა საქართველოს უსაფრთხოებისთვის მნიშვნელოვანი ძლიერი სპეცსამსახურის ძირფესვიანად განახლება. რისი შედეგიც ახლო მომავალში უფრო ცხადი გახდება. რა თქმა უნდა, არსებობს ობიექტური მოლოდინი, რომ ბევრი გარემოება შეიცვლება, თუმცა ეს შესაძლოა, მხოლოდ კოსმეტიკური დაფარვა იყოს. არსებითად, მშვიდობის პოლიტიკა შენარჩუნებული იქნება და კადრები საკუთარი შესაძლებლობებისდა მიხედვით, იქ და იმ დროს დასაქმდებიან, სადაც მათი საჭიროება ობიექტურობითაა განპირობებული. თქვენს მკითხველს მინდა ვუთხრა, რომ შეუძლებელია ისეთი ანტისახელმწიფოებრივი ქმედებების ჩადენა, რომელიც ბატონი ბიძინასთვის შეუმჩნეველი დარჩება. მისი მოტყუება არარეალურია. 

რამ განაპირობა, ბატონი ანრი ოხანაშვილის იუსტიციის მინისტრობიდან ,,სუს”-ის ხელმძღვანელად გადაყვანა ?

ბატონი ანრი პროფესიონალი იურისტი და ერთგული ადამიანია. ამიტომაც, ამ ეტაპზე ოპტიმალურად სწორი კანდიდატურა იქნა შერჩეული სახელმწიფო ინტერესებიდან გამომდინარე.

ვრცელდება ინფორმაცია, თითქოსდა, სხვა ძალოვან უწყებებშიც გარკვეული საკადრო ცვლილებებია მოსალოდნელი, რამდენად რეალურია ეს ?  

სადღეისოდ შინაგან საქმეთა მინისტრის შეცვლა დღის წესრიგში არ დგას. ვიცე-პრემიერი ვახტანგ გომელაური საკუთარ მოვალეობებს სამაგალითოდ ასრულებს, თუმცა როტაციის პრინციპი შესაძლოა, გამოყენებული იქნას. ასეთ შემთხვევაში, მას მაღალი ალბათობით მისი პირველი მოადგილე, შალვა ბედოიძე შეცვლის, თუმცა გადაჭრით ვერაფერს გეტყვით. 

ვახტანგ გომელაური საკუთარი ერთგულებისა და პოტენციალიდან გამომდინარე, შესაძლებელია მომავალში სხვა სამინისტროს ხელმძღვანელად მოგვევლინოს, თუმცა ეს ყველაფერი აუცილებლად საქართველოს ინტერესებიდან გამომდინარე მოხდება. ფაქტია, რომ შსს-ში საკადრო ცვლილებები კვლავაც გაგრძელდება. 

ძალოვან უწყებებს ერთი წამით თუ გვერდს ავუვლით, ისიც აღსანიშნავია, რომ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი, ბატონი ლევან დავითაშვილი ახლო მომავლაში შესაძლოა, სხვა თანამდებობაზე გადაინიშნოს. როგორც მოგეხსენებათ, საკადრო გადაადგილებები ბუნებრივი ამბავია და ყველა სახელმწიფოში ხდება. ასე რომ, გასაკვირი არაფერია.

დაბოლოს, კვლავ ძალოვნებთან დაკავშირებით – ცვლილებები დიდი ალბათობით შეეხება სახელმწიფო დაცვის სპეციალურ სამსახურსაც. თქვენ იცით, რომ ამ სამსახურის ხელმძღვანელი 2013 წლიდან იკავებს აღნიშნულ პოზიციას, რაც იმაზე მეტყველებს, რომ მისი საქმიანობა დადებითად არის შეფასებული. ანზორ ჩუბინიძე ნამდვილად ერთგული და ღირსეული კადრია, თუმცა გასათვალისწინებელია, რომ მისი ნიჭი და შესაძლებლობა სახელმწიფოს შესაძლოა, სხვა პოზიციაზე დასჭირდეს. ეს კი, ამ უწყებაში საკადრო ცვლილებების განხორციელების წინაპირობაა, მით უფრო, თუ იმასაც გავითვალისწინებთ, რომ არც თუ ისე დიდი ხნით ადრე, ამავე უწყებაში სამუშაოდ გადაყვანილი იქნა დაზვერვის სამსახურის ყოფილი უფროსი და გამოცდილი კადრი, ბატონი დავით სუჯაშვილი. 

მოკლედ, ყველა საკადრო გადაწყვეტილება, რომელიც აქამდე მიღებულ იქნა, ან მომავალში განხორციელდება, ემსახურება საქართველოს სახელმწიფოებრივ ძლიერებას და მისი სუვერენიტეტის განმტკიცებას. დამერწმუნეთ, ეს საქართველოს მოსახლეობისთვის და მისი უკეთესი მომავლისათვის კეთდება.

ქეთი ხომერიკი 

,,GEO NEWS”

 

LEAVE A COMMENT

Your comment will be published within 24 hours.

COST CALCULATOR

Use our form to estimate the initial cost of renovation or installation.

REQUEST A QUOTE
Latest Posts
Most Viewed
Text Widget

Here is a text widget settings ipsum lore tora dolor sit amet velum. Maecenas est velum, gravida Vehicula Dolor