
გორელი და კასპელი შშმ ვეტერანები ქობულეთში სარეაბილიტაციო კურსს წელსაც გაივლიან
გორისა და კასპის მუნიციპალიტეტების მერიებისა და ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის მხარდაჭერით და ა(ა)იპ ‘’სამხედრო ძალების ვეტერანების დასაქმებისა და ბიზნესის ხელშეწყობის ცენტრის’’ თანადგომით, გორის მუნიციპალიტეტში მცხოვრები ომისა და თავდაცვის ძალების 20 შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ვეტერანი და კასპის მუნიციპალიტეტში მცხოვრები 5 შშმ ვეტერანი, 25 ივნისიდან 5 ივლისამდე, ქობულეთში, 10 დღიან სარეაბილიტაციო კურსს გაივლიან.
აღსანიშნავია, რომ გორის მუნიციპალიტეტის მერიის, ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურისა და ა(ა)იპ ‘’სამხედრო ძალების ვეტერანების დასაქმებისა და ბიზნესის ხელშეწყობის ცენტრის’’ ამ ერთობლივ პროექტს, 2018 წელს ჩაეყარა საფუძველი, ყოველ წელს ხორციელდება და მიმართულია მუნიციპალიტეტში მცხოვრები ომისა და თავდაცვის ძალების შშმ ვეტერანთა ჯანმრთელობის გაუმჯობესებისკენ. უკვე მეორე წელია, გორის მუნიციპალიტეტში მცხოვრებ შშმ ვეტერანებთან ერთად, ამ პროგრამით, კასპელი შშმ ვეტერანებიც სარგებლობენ.





