• March

    28

    2025
  • 81
  • 0
გორის სამხედრო ჰოსპიტალში წვევამდელთა ეროვნულ სამსახურში 6-თვიანი ვადით საკუთარი სურვილით დარეგისტრირებული წვევამდელების სამედიცინო შემოწმება მიმდინარეობს

გორის სამხედრო ჰოსპიტალში წვევამდელთა ეროვნულ სამსახურში 6-თვიანი ვადით საკუთარი სურვილით დარეგისტრირებული წვევამდელების სამედიცინო შემოწმება მიმდინარეობს

გიორგი აბრამიშვილის სახელობის გორის სამხედრო ჰოსპიტალში წვევამდელთა სამხედრო სამსახურში 6-თვიანი ვადით საკუთარი სურვილით დარეგისტრირებული წვევამდელების სამედიცინო შემოწმება აქტიურად მიმდინარეობს. ამჯერად, სამედიცინო შემოწმება აღმოსავლეთ საქართველოს რეგიონებში მცხოვრებმა წვევამდელებმა გაიარეს, რაც მათი სამხედრო სამსახურში ჩართვის აუცილებელ წინაპირობას წარმოადგენს.

აღმოსავლეთ საქართველოს რეგიონებში მცხოვრები წვევამდელები სამედიცინო კომისიის დასკვნის საფუძველზე, ვაზიანში, მე-4 ქვეით ბრიგადაში გადანაწილდებიან და 8-კვირიან საწყის საბრძოლო მომზადებას გაივლიან, რის შემდეგაც 6-თვიან ეროვნულ სამხედრო სამსახურს საბრძოლო მხარდაჭერისა და საბრძოლო უზრუნველყოფის ქვედანაყოფში ყოველდღიურ რეჟიმში გააგრძელებენ.

წვევამდელებმა რეგისტრაცია ვებსაიტზე conscript.mod.gov.ge გაიარეს, ნაწილმა კი, ადგილობრივ სამხედრო განყოფილებებს საკუთარი სურვილით მიმართეს. გამოძახებამდე საკუთარი სურვილით განაცხადის გაკეთების გამო, მათ სამხედრო სამსახურის 6, 8 ან 11-თვიანი ვადის არჩევის საშუალება ჰქონდათ. მათი დარიცხული ანაზღაურება თვეში 765 ლარი იქნება. ამ შემთხვევაში, რადგან წვევამდელები საკუთარი სურვილით დარეგისტრირდნენ, ხელფასზე დამატებითი 30%-იან მატებას მიიღებენ.

თავდაცვის ახალი კოდექსით 2025 წლიდან წვევამდელთა ეროვნული სამხედრო სამსახურის გავლა შესაძლებელია მხოლოდ თავდაცვის ძალებში.
თავდაცვის ახალი კოდექსით სავალდებულო სამხედრო სამსახური სრულიად განახლდა და 2025 წლის 1 იანვრიდან წვევამდელთა ეროვნული სამხედრო სამსახურით შეიცვალა, რომლის გავლაც მხოლოდ თავდაცვის ძალებშია შესაძლებელი. შესაბამისად, თავდაცვის ძალებში შეიქმნა სსიპ სამხედრო გაწვევისა და რეკრუტირების ეროვნული სააგენტო, რომელიც 8 რეგიონული ცენტრისა და 81 მუნიციპალური განყოფილების მეშვეობით, თავდაცვის ძალების რეგულარული და სარეზერვო სამხედრო სამსახურების შესაბამისი პერსონალით დაკომპლექტებისათვის საჭირო აღრიცხვიანობას, რეკრუტირებას და გაწვევის ღონისძიებებს ახორციელებს.

LEAVE A COMMENT

Your comment will be published within 24 hours.

COST CALCULATOR

Use our form to estimate the initial cost of renovation or installation.

REQUEST A QUOTE
Latest Posts
Most Viewed
Text Widget

Here is a text widget settings ipsum lore tora dolor sit amet velum. Maecenas est velum, gravida Vehicula Dolor