• December

    31

    2024
  • 245
  • 0
გრიგოლ გაგნიძე: ,,ჩონგური საქართველოა, სიმები ჩვენ ვართ ყველაო – მშვიდობა დაჰბედებოდეს ჩვენს ქვეყანას, თქვენს ოჯახებს, მრავალჟამიერ” !

გრიგოლ გაგნიძე: ,,ჩონგური საქართველოა, სიმები ჩვენ ვართ ყველაო – მშვიდობა დაჰბედებოდეს ჩვენს ქვეყანას, თქვენს ოჯახებს, მრავალჟამიერ” !

,,GEO NEWS” წარმოგიდგენთ ჩვენი რესპონდენტებისა და საქართველოს გამორჩეული პერსონების საახალწლო მილოცვებს :

უფლებადამცველი – გრიგოლ გაგნიძე;

ჩონგური საქართველოა, სიმები ჩვენ ვართ ყველაო ! ქართული სიმღერა ხომ ვიცით, ჰოდა, ამ განწყობით, ოპტიმისტურ ნოტაზე ვულოცავ დამდეგ შობა-ახალ წელს სრულიად საქართველოს. ყველას, თითოელი ჩვენი მოქალაქის ოჯახს ვულოცავ 2025 წლის შემობრძანებას !

მრავალ შობა-ახალ წელს დაგასწროთ უფალმა თქვენს ლამაზ ოჯახებთან და საყვარელ ადამიანებთან ერთად !

მეგობრებო, თუ თავს საქართველოს შვილებად ვთვლით და ეროვნულ ტრადიციებს პატივს ვცემთ ( მნიშვნელობა არ აქვს ეთნიკურ წარმომავლობას ) , გთხოვთ, დავიმახსოვროთ ერთი რამ – ჩვენ არ გვაქვს უფლება, რომ ოპტიმისტები არ ვიყოთ, მით უმეტეს, ახლა, რა გამოცდასაც  ჩვენი ქვეყანა გადის…

ისტორიულადაც და დღესაც, როცა ქართველი პატივს სცდემდა მამულს, ენას და საწმუნოებას, ყოველთვის იმარჯვებდა მტერზე ! ამინ !

მშვიდობა დაჰბედებოდეს ჩვენს ქვეყანას, თქვენს ოჯახებს, მრავალჟამიერ !

ქეთი ხომერიკი

,,GEO NEWS”

LEAVE A COMMENT

Your comment will be published within 24 hours.

COST CALCULATOR

Use our form to estimate the initial cost of renovation or installation.

REQUEST A QUOTE
Latest Posts
Most Viewed
Text Widget

Here is a text widget settings ipsum lore tora dolor sit amet velum. Maecenas est velum, gravida Vehicula Dolor