• June

    12

    2024
  • 87
  • 0
გრიგოლ ლილუაშვილი – დეკემბერში ყველამ აღიარა, რომ საქართველოს ეკუთვნოდა სტატუსის მინიჭება, რა შეიცვალა? გამჭვირვალობის ექვსგვერდიანმა კანონმა როგორ შეიძლება შეცვალოს საგარეო პოლიტიკური კურსი?

გრიგოლ ლილუაშვილი – დეკემბერში ყველამ აღიარა, რომ საქართველოს ეკუთვნოდა სტატუსის მინიჭება, რა შეიცვალა? გამჭვირვალობის ექვსგვერდიანმა კანონმა როგორ შეიძლება შეცვალოს საგარეო პოლიტიკური კურსი?

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელის, გრიგოლ ლილუაშვილის განცხადებით, დეკემბერში, როდესაც საქართველოს მიენიჭა ევროკავშირის წევრობის კანდიდატი ქვეყნის სტატუსი, ყველამ აღიარა, რომ საქართველო იმსახურებდა სტატუსის მინიჭებას.

ლილუაშვილის თქმით, დეკემბერში თუ მიიჩნეოდა, რომ საქართველო მყარად მიდიოდა ევროატლანტიკური სივრცისკენ, გამჭვირვალობის კანონის მიღებამ როგორ შეიძლება შეცვალოს ქვეყნის საგარეო პოლიტიკური კურსი?

„კარგად მოგეხსენებათ, დეკემბერში მივიღეთ ევროკავშირის კანდიდატის სტატუსი. ე.ი. დეკემბერში ითვლებოდა, რომ საქართველო მყარად მიდის ევროატლანტიკური სივრცისკენ, აგრძელებს სვლას, რაც ეჭვგარეშეა და ფაქტი სახეზეა იმ მიღწევებში, იმ რეიტინგებში, სადაც ქვეყნის სტაბილური, მშვიდობიანი განვითარება, ეკონომიკური წინსვლა ეჭვს არავის უტოვებს. მაისში არ დაინიცირდა კანონი? როგორ შეიძლება, ოთხ თუ ხუთ თვეში ერთმა ექვსგვერდიანმა კანონმა ორბიტიდან, საერთაშორისო პოლიტიკური კურსიდან გადაახვევინოს ქვეყანას? ეს ხომ წარმოუდგენელია. შეგიძლიათ მითხრათ, როდის გადაუხვია ქვეყანამ ევროატლანტიკურ და დასავლურ კურსს? დეკემბრამდე ჰქონდა გადახვეული თუ დეკემბრის შემდეგ ხდება ეს ყველაფერი? დეკემბერში ხომ ყველამ აღიარა – ისე ხომ სტატუსს ვერ მისცემდნენ – საქართველო იმსახურებდა, ღირსეულად იმსახურებდა, ეკუთვნოდა სტატუსის მინიჭება და მოგვანიჭეს. რა შეიცვალა, გამჭვირვალობამ შეცვალა? გამჭვირვალობის ექვსგვერდიანმა კანონმა როგორ შეიძლება, შეცვალოს ქვეყნის საგარეო პოლიტიკური კურსი, ეს ხომ ნონსენსია. იმდენად პოლიტიზება მოხდა ამ საკითხის, ამ კანონის მიღება-არმიღების, იმდენად ბევრი აქტორი იყო ქვეყნის შიგნით თუ გარეთ ჩართული, ამ პოლიტიკის განმახორციელებელი სუბიექტები, რომ ერთგვარი „ბაბლი“ შექმნა იმისა, რომ ქვეყანა გაიღვიძებს ჩელიაბინსკში თუ კრასნოდარში – დავიძინეთ თბილისში, გავიღვიძეთ თბილისში, დავიძინებთ საქართველოში, გავიღვიძებთ საქართველოში“, – განაცხადა გრიგოლ ლილუაშვილმა.

LEAVE A COMMENT

Your comment will be published within 24 hours.

COST CALCULATOR

Use our form to estimate the initial cost of renovation or installation.

REQUEST A QUOTE
Latest Posts
Most Viewed
Text Widget

Here is a text widget settings ipsum lore tora dolor sit amet velum. Maecenas est velum, gravida Vehicula Dolor