• June

    12

    2024
  • 96
  • 0
გრიგოლ ლილუაშვილი – მტკიცებულებათა ნაწილი, რომელიც ადასტურებს, რომ 2023 წელს ძალადობრივი გზით გადატრიალება იგეგმებოდა, საჯარო სივრცეში მოხვდა, კიდევ უამრავი მასალა თავის დროს ელოდება

გრიგოლ ლილუაშვილი – მტკიცებულებათა ნაწილი, რომელიც ადასტურებს, რომ 2023 წელს ძალადობრივი გზით გადატრიალება იგეგმებოდა, საჯარო სივრცეში მოხვდა, კიდევ უამრავი მასალა თავის დროს ელოდება

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელის, გრიგოლ ლილუაშვილის განცხადებით, მტკიცებულებათა ნაწილი, რომელიც ადასტურებს, რომ გასულ წელს გარე და შიდა ძალები ცდილობდნენ გადატრიალებას ძალადობრივი გზით, საჯარო სივრცეში მოხვდა, კიდევ უამრავი მასალა კი თავის დროს ელოდება.

ლილუაშვილმა უპასუხა კითხვას, თუ რა სახის დამატებით ინფორმაციას ფლობდა ანგარიშის იმ ნაწილთან დაკავშირებით, სადაც საუბარი იყო, რომ 2023 წელს გარე და შიდა ძალები ცდილობდნენ გადატრიალებას ძალადობრივი გზით.

„თქვენ თვალწინ და ჩვენ თვალწინ ვითარდებოდა სიტუაცია, როგორც შარშან, როდესაც ბრიფინგი ჩატარდა, იქ „კანვასზე“ იყო საუბარი, იქ კონკრეტულ აქტორებზე იყო საუბარი, რაც ბრიფინგიდან ერთ კვირაში თუ ათ დღეში უკვე პრაქტიკაში განხორციელდა. მეტი რა უნდა გვექნა?! მტკიცებულებათა იმ ნაწილს კარგად გაეცანით ალბათ, საჯარო სივრცეში მოხვდა. იმის იქით არის კიდევ უამრავი მასალა, რომელიც თავის დროს ელოდება“, – განაცხადა გრიგოლ ლილუაშვილმა.

LEAVE A COMMENT

Your comment will be published within 24 hours.

COST CALCULATOR

Use our form to estimate the initial cost of renovation or installation.

REQUEST A QUOTE
Latest Posts
Most Viewed
Text Widget

Here is a text widget settings ipsum lore tora dolor sit amet velum. Maecenas est velum, gravida Vehicula Dolor