• October

    20

    2023
  • 117
  • 0
გრიგოლ ლილუაშვილი – ფარცხალაძესთან დაკავშირებით მტკიცებულებები ვერ მივიღეთ, მიუხედავად იმისა, რომ გაიგზავნა მოთხოვნა სახელმწიფო დეპარტამენტის მისამართით, არანაირი დეტალი არ მიგვიღია, პირიქით, ყველა ჩვენგან ითხოვს დეტალებს

გრიგოლ ლილუაშვილი – ფარცხალაძესთან დაკავშირებით მტკიცებულებები ვერ მივიღეთ, მიუხედავად იმისა, რომ გაიგზავნა მოთხოვნა სახელმწიფო დეპარტამენტის მისამართით, არანაირი დეტალი არ მიგვიღია, პირიქით, ყველა ჩვენგან ითხოვს დეტალებს

ფარცხალაძესთან დაკავშირებით მტკიცებულებები ვერ მივიღეთ. მიუხედავად იმისა, რომ გაიგზავნა მოთხოვნა სახელმწიფო დეპარტამენტის მისამართით, არანაირი დეტალი არ მიგვიღია, პირიქით, ყველა ჩვენგან ითხოვს დეტალებს, – ამის შესახებ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელმა, გრიგოლ ლილუაშვილმა განაცხადა.

ლილუაშვილი მიიჩნევს, რომ პარტნიორებს ფარცხალაძის შესაძლო დანაშაულებრივი საქმიანობის შესახებ ინფორმაცია წინსწრებად რომ ჰქონოდათ, ქართულ მხარეს მიაწვდიდნენ.

„მტკიცებულებები ვერ მივიღეთ. მიუხედავად იმისა, რომ სამართლებრივი დახმარების მოთხოვნით კარგა ხანია, საქართველოს პროკურატურის მეშვეობით, ასევე ჩვენი ინიციატივითა და თხოვნით, საგარეო საქმეთა სამინისტროს მეშვეობით გაიგზავნა მოთხოვნა სახელმწიფო დეპარტამენტის მისამართით, ამჟამად არანაირი დეტალი არ მიგვიღია, პირიქით, ყველა ჩვენგან ითხოვს დეტალებს. ეს ძალიან დამაფიქრებელია. ახლა მასმედიაში გავრცელდა ასეთი რამ – თუკი ინფორმაცია ჰქონდათ ამერიკულ სპეცსამსახურებს და ჩვენს პარტნიორებს, ეტყობა, ქართულ სპეცსამსახურებს არ ენდობიან და ამიტომ არ მიაწოდესო. მინდა, გითხრათ, რომ ჩვენს სამსახურებს შორის ძალიან მჭიდრო და ნაყოფიერი თანამშრომლობის ფარგლებში, გაცილებით სენსიტიური და უფრო დიდ ეფექტზე გათვლილი საიდუმლო ინფორმაციები იცვლება ყოველდღიურ რეჟიმში და ჩვენი თანამშრომლობა არის სამაგალითო. ჩვენს პარტნიორებს ფარცხალაძის შესაძლო დანაშაულებრივი საქმიანობის შესახებ ინფორმაცია წინსწრებად რომ ჰქონოდათ, დიდი ალბათობით, მოგვაწვდნიდნენ. ევროკავშირის პარტნიორი ქვეყნების თითქმის უმრავლესობას მივმართეთ, მათ ხელთ თუ არსებობს რაიმე ოპერატიული ინფორმაცია ფარცხალაძის რუსულ სპეცსამსახურებთან შესაძლო კავშირებთან დაკავშირებით. ვერაფერი – პირიქით, ინტერესი გამოიწვია საკითხმა და ყველა ჩვენი კოლეგა პარტნიორი ჩვენგან ითხოვს დეტალებს. მუხლი, რომლითაც საქმეა აღძრული და საერთოდ ყველა მუხლი, მიუხედავად მისი სიმძიმისა, მოითხოვს მტკიცებულებათა მაღალ სტანდარტს, რომელიც ჩვენს ქვეყანაში დანერგილია. ბრალეულობა რომ დაუდგინდეს, ამას სჭირდება სასამართლოს გადაწყვეტილება. ამიტომ საგამოძიებო მოქმედებები უნდა იყოს მყარად ფეხზე მდგარი და მოპოვებული სამტკიცი არგუმენტები, ნივთმტკიცებულებები და ასე შემდეგ, რომელიც მიუთითებს შესაძლო დანაშაულზე. შესაძლოს იმიტომ ვამბობ, რომ ჩვენ სამსახურს არ აქვს მტკიცებულებები, ამის უფლება აქვს მხოლოდ სასამართლოს“, – განაცხადა გრიგოლ ლილუაშვილმა.

კითხვაზე, „ფარცხალაძესთან დაკავშირებით მტკიცებულებები თუ არ გამოიგზავნება, ეს ხომ არ ნიშნავს, რომ ბრალდებები არის ფუჭი“, ლილუაშვილმა აღნიშნა:

„სამტკიცი თუ არ იქნება, რა თქმა უნდა, გამოძიება შედეგით ვერ დასრულდება და შედეგი ვერ იქნება სასამართლოში მიღწეული, რომ დაუდასტურდეს ბრალეულობა ამ თუ იმ საქმეზე“, – განაცხადა ლილუაშვილმა.

კიდევ ერთ კითხვაზე, – „ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტი ამბობდა, რომ ოთარ ფარცხალაძეს ჰყავდა თანამზრახველები, ვისთან ერთადაც ლობირებდა ქვეყანაში რუსულ გავლენებს. გაქვთ თუ არა ინფორმაცია თანამზრახველების შესახებ და გაქვთ თუ არა დაწყებული ამ კუთხით გამოძიება“, ლილუაშვილმა განაცხადა:

„სად წაიკითხეთ, რომ თანამზრახველები ჰყავდა? გრძელდება გამოკითხვები პირთა წრისა, რომლებიც, შესაძლოა, შემხებლობაში ყოფილიყვნენ მასთან. ეს არის უახლოესი პირთა წრე, ასევე ის წრე, რომელთანაც საქმიანი ან პირადი ურთიერთობები აქვს. ანუ საგამოძიებო მოქმედებები გრძელდება ყველა იმ სტანდარტით, რასაც ჩვენი კანონმდებლობა ითვალისწინებს“, – განაცხადა გრიგოლ ლილუაშვილმა.

ამასთან, მედიის წარმომადგენლებმა გრიგოლ ლილუაშვილს ოთარ ფარცხალაძის ორმაგი მოქალაქეობის საკითხზეც დაუსვეს კითხვა.

„ორმაგი მოქალაქეობის საშუალებით ჩვენი მოქალაქეების დიდი ნაწილი დღეს ცხოვრობს რუსეთის ფედერაციაში. ეთნიკური ქართველები, ეთნიკური აზერბაიჯანელები, ეთნიკური აფხაზები, ოსები, სომხები და ასე შემდეგ. ამ შემთხვევაში ფარცხალაძემ დაადასტურა ორმაგი მოქალაქეობა, რაც არაა სისხლის სამართლის დანაშაული. მტკიცებულება მტკიცებულება არის ან პირის თანხმობა, აღიარება, ან თვითონ დადასტურებული დოკუმენტის დედანი“, – განაცხადა გრიგოლ ლილუაშვილმა.

LEAVE A COMMENT

Your comment will be published within 24 hours.

COST CALCULATOR

Use our form to estimate the initial cost of renovation or installation.

REQUEST A QUOTE
Latest Posts
Most Viewed
Text Widget

Here is a text widget settings ipsum lore tora dolor sit amet velum. Maecenas est velum, gravida Vehicula Dolor