• October

    18

    2023
  • 136
  • 0
გრიგოლ ლილუაშვილი : ,, ხან სოფლის მეურნეობაში გადაგყავართ, ხან ეკონომიკაში, ხან სად და ხან სად”

გრიგოლ ლილუაშვილი : ,, ხან სოფლის მეურნეობაში გადაგყავართ, ხან ეკონომიკაში, ხან სად და ხან სად”

 „რა თქმა უნდა, გავიცანი ელჩი. რა ვქნა ახლა, ერთი გაცნობით რა შთაბეჭდილებაა? იმედი გვაქვს, რომ კარგი კოოპერაცია გვექნება უსაფრთხოებისა და თავდაცვის საკითხებში, რაც ჩვენ გვეხება, გვექნება ისეთი ურთიერთობა, როგორიც შეშვენის ორი მეგობარი, პარტნიორი ქვეყნის ურთიერთობებს”,- ამის შესახებ სუს-ის ხელმძღვანელმა, გრიგოლ ლილუაშვილმა ჟურნალისტებს სასტუმრო „შერატონ მეტეხი პალასში“ განუცხადა, სადაც აშშ-ს ახალმა ელჩმა შეხვედრა გამართა ქართველ პოლიტიკოსებთან და მესამე სექტორთან.

,, მშვენიერი შეხვედრა იყო, მიღება იყო, რა შეხვედრა იყო, მიღება იყო, სადაც ჩვენი პატივისცემა დავადასტურეთ ახალ ჩამობრძანებული ელჩის მიმართ, გავიცანით და დავადასტურეთ პატივისცემა”, – განაცხადა გრიგოლ ლილუაშვილმა.

 ჟურნალისტების მიერ დასმულ შეკითხვას, იგეგმება თუ არა საკადრო ცვლილება სუს-ში ასე უპასუხა : „ვინც დაგეგმა იმას ჰკითხეთ. არ ვიცი, ეგეთი რამ არ გამიგია. ხან სოფლის მეურნეობაში გადაგყავართ, ხან ეკონომიკაში, ხან სად და ხან სად”,- განაცხადა გრიგოლ ლილუაშვილმა.

LEAVE A COMMENT

Your comment will be published within 24 hours.

COST CALCULATOR

Use our form to estimate the initial cost of renovation or installation.

REQUEST A QUOTE
Latest Posts
Most Viewed
Text Widget

Here is a text widget settings ipsum lore tora dolor sit amet velum. Maecenas est velum, gravida Vehicula Dolor