
გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტში ტრადიციული ევრაზიის მე-13 მულტიდისციპლინური ფორუმი გაიმართა
პირველ – ორ ნოემბერს გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტში გაიმართა ევრაზიის მე-13 მულტიდისციპლინური ფორუმი, რომელიც უკვე იქცა უნივერსიტეტის ტრადიციის ნაწილად.
ფორუმზე განიხილეს სხვადასხვა სფეროს მიკუთვნებული აქტუალური საკითხები და არსებული გამოწვევები: პერსონალური მონაცემების დაცვის სისტემა: კიბერუსაფრთხოება არქიტექტურა საქართველოში, ცეცხლსასროლი იარაღის რეგისტრაციის სამართლებრივი ასპექტები, სამთო ტურიზმის მდგრადი განვითარების ანალიზი, მწვანე მარკეტინგი – ყოვლისმომცველი ბიბლიომეტრიული ანალიზი და მიმდინარე ტენდენციები, შრომის ბაზრის ევოლუციის პროგნოზი და სხვა.
ქართველმა და უცხოელმა მეცნიერებმა, ახალგაზრდა მკვლევრებმა, დოქტორანტებმა, საინტერესო მოხსენებები წარმოადგინეს და გამართულ დისკუსიაზე თავიანთი მიგნებები გაუზიარეს ფორუმის მონაწილეებს.
კონფერენცია ორ სესიად მიმდინარეობდა და მასში მონაწილეობდნენ მაკედონიის, თურქეთის, რუმინეთის, ირანის, ინდოეთისა და სხვა ქვეყნების სამეცნიერო წრეების წარმომადგენლები. ფორუმზე წარმოდგენილი სტატიები დაიბეჭდება ფორუმის მასალებში.
On November 1-2, Grigol Robakidze University hosted the 13th Eurasian Multidisciplinary Forum, which has become a tradition at the university. The forum covered a variety of current topics addressing modern challenges, such as the personal data protection system, cybersecurity architecture in Georgia, legal aspects of firearm registration, analysis of sustainable development in mountain tourism, green marketing with comprehensive bibliometric analysis and current trends, predictions for the evolution of the labor market, and many other intriguing studies.
The conference was held in two sessions and was attended by both local and international researchers and professors from countries such as Macedonia, Turkey, Romania, Iran, India, and others. The articles presented at the forum will be published in the forum proceedings.
,,GEO NEWS”




