• August

    7

    2025
  • 217
  • 0
„გრინვეი“ – ინსპექტირების სახე თუ კერძო ფინანსური ტყვეობა – სკანდალური სისტემა, რომელიც საქართველოში ათასობით მოქალაქეს ეკონომიკურად ანგრევს ?

„გრინვეი“ – ინსპექტირების სახე თუ კერძო ფინანსური ტყვეობა – სკანდალური სისტემა, რომელიც საქართველოში ათასობით მოქალაქეს ეკონომიკურად ანგრევს ?

საქართველოში ავტოსატრანსპორტო საშუალებების სავალდებულო ტექნიკური ინსპექტირების ამოქმედებას თავდაპირველად საზოგადოების დიდი ნაწილი იმედით შეხვდა თითქოს სახელმწიფო მართლაც იწყებდა მოქალაქეთა უსაფრთხოებაზე ზრუნვას, თუმცა სულ მალე, ამ კეთილშობილური ინიციატივის ფონზე, წამოიჭრა ახალი რეალობა – ერთ-ერთ წამყვან კომპანია „გრინვეიში“ მიმდინარე პროცესებმა საფუძვლიანი ეჭვი გააჩინა იმაზე, თუ ვინ სარგებლობს ამ სისტემით რეალურად და ვის ზურგზე შენდება მისი ეკონომიკური მოდელი.

დღესდღეობით „გრინვეი“ ათეულობით ათას ავტომფლობელს ემსახურება, თუმცა მომხმარებელთა ნაწილისთვის ეს მომსახურება უკვე არა უსაფრთხოების გარანტი, არამედ ფინანსური ტვირთია, რომელიც თითქმის ყოველთვის ერთი მიმართულებით მიდის – ბანკის ანგარიშისკენ.

მიზანმიმართული დახარვეზება – კომერციული ხრიკი ?

ჩვენთან ბოლო თვეების განმავლობაში მძღოლები სისტემატურად ამხელენ ტექნიკური ინსპექტირების პროცედურაში არსებულ სერიოზულ პრობლემებს. დიახ, ჩვენთან და არა მხოლოდ ჩვენთან „გრინვეის“ წინააღმდეგ ყოველდღიურად ვრცელდება ათეულობით მძღოლის უკმაყოფილება. როგორც გვატყობინებენ, ხშირ შემთხვევაში მანქანებს უარს ეუბნებიან ინსპექტირებაზე უმნიშვნელო და ზოგჯერ აბსურდული მიზეზებით, რაც რეალურ საფრთხეს არ ქმნიდა, მაგრამ ინსპექტირების საფუძველზე მანქანა დაიბრაკა.

მართალია, ყველა ტექნიკური დეფექტი ფორმალურად შეიძლება ჩაითვალოს კრიტერიუმად, მაგრამ კითხვად რჩება – ხომ არ ხდება შეგნებული, მექანიკური წუნის ძიება, რაც მოქალაქეებს აიძულებს ხელახლა მიიყვანონ ავტომობილი და კვლავ გადაიხადონ მომსახურების ღირებულება ?

იმასაც გვეუბნებიან, რომ ამ ყველაფერს ემატება რიგები, ჩაწერაზე შეფერხება და ზოგჯერ ერთ მანქანაზე ორჯერ გაწეული ხარჯი, რაც იშვიათად ხდება ობიექტურად გამართლებული.

„გრინვეი“ და საბანკო კავშირები – შემოსავლის გენერატორი თუ კრედიტის ვალი ?

რაც ამ მოვლენას კიდევ უფრო სერიოზულ პრიზმაში გვახედებს, არის კომპანიის ფინანსური სტრუქტურა – „გრინვეის“ აქტივები სრულად არის ჩადებული საქართველოს ბანკში, რაც ნიშნავს, რომ მისი ფუნქციონირება პირდაპირ კავშირშია საკრედიტო ვალდებულებებთან.

ეკონომისტების ნაწილი უკვე ღიად საუბრობს ე.წ. „შემოსავლის წნეხზე“ , ანუ იმ სტიმულზე, რაც კომპანიას უჩნდება ვალის მომსახურების პირობებში. მით უფრო, თუ ვალები დიდია და მათი დაფარვა რეგულარულად საჭიროებს შემოსავლის სტაბილურ დინებას.

ასეთ პირობებში შესაძლოა კომპანიის ინტერესი ბუნებრივად ცდება მომხმარებლის მომსახურების ხარისხს და კონცენტრირდება მხოლოდ ფულის ამოღებაზე, რაც შეიძლება მეტი მანქანა, რაც შეიძლება მეტი განმეორებითი ვიზიტი და რაც შეიძლება ნაკლები გონივრული შეღავათი.

ამგვარი ბიზნესმოდელი კი მძღოლებისთვის სინამდვილეში ეკონომიკური ტყვეობის სისტემა ხდება, სადაც მომხმარებელი ვერ იგებს თუ რატომ იხდის, ასე ვთქვათ, შანტაჟის საფასურს.

სახელმწიფოს გამოძიება აუცილებელია – მოქალაქეები ითხოვენ გამჭვირვალეობას ! 

აღსანიშნავია, რომ მოქალაქეები სულ უფრო აქტიურად ცდილობენ საკუთარი უკმაყოფილების გამოხატვას როგორც სოციალურ მედიაში, ისე წერილობითი ფორმით, თუმცა ამ ეტაპზე არ არის ცნობილი კონკრეტული სამთავრობო უწყება, რომელიც სისტემურად შეისწავლის კომპანიების საქმიანობას, მათ ფინანსურ ინტერესებს ან შესაძლო გადაცდომებს. მოქალაქეებს უჩნდებათ სრულიად ლეგიტიმური კითხვები :

ვინ ამოწმებს ინსპექტირების კომპანიებს ?

ხომ არ მოქმედებს გარკვეული პირობითი „საპროცენტო წნეხი“ მათ ფინანსურ გადაწყვეტილებებზე და რატომ უნდა გადაიხადოს კეთილსინდისიერმა მოქალაქემ ორჯერ, ერთსა და იმავე წუნზე, თუ მისი მანქანა ნამდვილად უსაფრთხოა ?

ამ ფონზე, ხელისუფლების პასუხისმგებლობა არ არის განაწილებული კომპანიის ქმედებაზე, პირიქით, სახელმწიფოს ინტერესში უნდა იყოს ამ საკითხის დაუყოვნებლივ გამოკვლევა, რათა პასუხი გაეცეს იმ კრიტიკულ შეკითხვებს, რაც მოსახლეობას ყოველდღიურად უჩნდება.

სისტემა უნდა გახდეს სამართლიანი – არა კერძო ინტერესების, არამედ მოქალაქის სამსახურში !

სავალდებულო ტექნიკური ინსპექტირება მნიშვნელოვანი მექანიზმია საზოგადოებრივი უსაფრთხოებისთვის, თუმცა მისი გამოყენება კერძო ბიზნესის ინტერესების სასარგებლოდ უპატიოსნო და მავნებლური პრაქტიკაა, რომელიც საბოლოოდ ძირს უთხრის ნდობას სისტემის მიმართ.

მოქალაქეების უმეტესობა მზად არის გადაიხადოს მომსახურების საფასური, მაგრამ ითხოვს სამართლიან, გამჭვირვალე და არაგადაჭარბებულ შეფასებას. ისეთ შეფასებას, რომელიც დაეყრდნობა რეალურ ტექნიკურ საფრთხეს და არა კომერციული ვალის საჭიროებას.

დასკვნა – დროა, ხმა მივაწვდინოთ ზედამხედველობას !

„გრინვეი“ შესაძლოა არ იყოს ერთადერთი კომპანია, რომელსაც მსგავსი კითხვები ეხება, თუმცა როგორც გვატყობინებენ, ის დღეს ყველაზე თვალსაჩინო მაგალითია იმისა, თუ როგორ შეიძლება გადაიქცეს საჭირო ინიციატივა კერძო ინტერესების ზეწოლად რიგით მოქალაქეზე.

ვთხოვთ ხელისუფლებას, დაიწყოს დეტალური შემოწმება „გრინვეის“ საქმიანობაზე, მათ ფინანსურ სქემებსა და სტრუქტურებზე. მოქალაქეების სარწმუნოება არ უნდა იქცეს ბიზნესის ზეწოლის საგნად. ეს არის არა მხოლოდ ეკონომიკური, არამედ მორალური საკითხი, რომელიც თითოეულ მძღოლს ეხება.

ჩვენ კომენტარზე ,,გრინვეის” უახლოეს პერიოდში დავუკავშირდებით, რომელსაც უცვლელად შემოგთავაზებთ.

( გაგრძელება იქნება ) 

გიორგი კორძაძე, თამთა მაისურაძე

,,GEO NEWS”

 

LEAVE A COMMENT

Your comment will be published within 24 hours.

COST CALCULATOR

Use our form to estimate the initial cost of renovation or installation.

REQUEST A QUOTE
Latest Posts
Most Viewed
Text Widget

Here is a text widget settings ipsum lore tora dolor sit amet velum. Maecenas est velum, gravida Vehicula Dolor