
,,გრინჩი” თემურ ჭყონია ბავშვებისათვის ახალი წლის მოპარვას ცდილობს
რა საოცრებაა, როდესაც თემურ ჭყონიას მეცენატად გვასაღებენ, რომელმაც არა მარტო თურქ ბიზნესმენებს მოჰპარა 5 მილიონი დოლარი, რის გამოც საქართველოს გენერალურმა პროკურატურამ საქმე ხანდაზმულობის მუხლით შეაჩერა, არამედ ის ერთადერთი, რასაც კოკა-კოლა ნამდვილად აკეთებდა და ჩვენს პატარებს ახალი წლის მოახლოებას ფერადი ავტომობილების ქარავანით ამცნობდა, თითქოსდა, პროტესტის ნიშნად, თუმცა სინამდვილეში მხოლოდ იმიტომ გააუქმა, რომ რაც შეიძლება მეტი უკმაყოფილება და ნეგატიური ემოცია დააგენერიროს მოსახლეობაში.
ესეც არ იყოს, პატივცემული ყოფილი ,,წითელი დირექტორი”, რომელიც ნამდვილი შრომით საკუთარ პურს არასდროს მოიპოვებდა და მხოლოდ პარაზიტირებით ჯერ საბჭოთა კავშირის მოსახლეობაზე, შემდეგ შევარდნაძის ეპოქის გაჭირვებულ ქართველებზე, დაბოლოს სააკაშვილთან ხელის ბიჭობით საკუთარ კონკურენტებზე დომინაციის მოპოვებით, მუდმივად და მხოლოდ ერთ რამეზე ფიქრობდა – ფული ,,დენგი”, ,,მანი”, – აი, ეს არის მისი სახე მორალური, რომელიც მხოლოდ ფულსა და შემოსავალს უკავშირდება. არც ერთი ნაბიჯი ბატონ ჭყონიას ჰუმანური მოსაზრებებიდან გამომდინარე, ან ადამიანური თანაგრძნობით არასდროს გადაუდგამს და თუკი, ვინმესთვის რამე მიუცია – უსესხებია, შემდეგ ყველაფერი სისხლის ფასად დაუბრუნებია. ასე რომ, ფარული მევახშე, კოკა-კოლისა და ,,მაგდონალდსის” ღია მფლობელი ახლო მომავალში ჩვენი გუნდისგან სრულფასოვან ჟურნალისტურ გამოძიებას მიიღებს, რამეთუ, ყველაფერთან ერთად, ბავშვების ინტოქსიკაციის ფაქტებიც აშკარად მომრავლდა ჭყონიასეულ ,,მაგდონალდსში”.
ასე რომ, როგორც ჩანს, ერთი მხრივ, ჭყონია ბავშვებს წამლავს და მეორე მხრივ, მის ჰამბურგერებს გადარჩენილებს ახალ წელსაც ,,უწამლავს” – ესოდენ ჩვეული კოკა-კოლის საახალწლოდ ფერადი ქარავანის გარეშე ტოვებს.
ამიტომაც, ბატონი ,,გრინჩი” ჭყონია ,,მოპარული ახალი წლის” სანაცვლოდ, მისი ,,საამაყო წარსულისა და აწმყოს” თაობაზე, ,,GEO NEWS”-გან ბევრ სურპრიზს მიიღებს, რამეთუ დიდი ბიზნესი და დიდი ფული ნებისმიერ ბიზნესმენს სოციალურ პასუხისმგებლობას უნდა უზრდიდეს და არა პირიქით, ადამიანური თვისებების ,,ატროფიას” იწვევდეს.
გიორგი კორძაძე, ირაკლი გიორგაძე
,,GEO NEWS”




