
გრუნის მიგრაციისა და დიასპორის კვლევითი ცენტრის დირექტორმა, საინფორმაციო ონლაინშეხვედრა უნივერსიტეტის დოქტორანტებთან, COST Action-ის ფარგლებში თანამშრომლობის შესაძლებლობების გასაცნობად გამართა
2025 წლის 21 თებერვალს გაიმართა გრიგოლ რობაქიძის უნივერსიტეტის მიგრაციისა და დიასპორის კვლევითი ცენტრის დირექტორის, ლელა გოგინავას, საინფორმაციო ონლაინშეხვედრა უნივერსიტეტის დოქტორანტებთან, COST Action-ის ფარგლებში თანამშრომლობის შესაძლებლობების გასაცნობად.
ცენტრის დირექტორმა დოქტორანტებს გააცნო ინფორმაცია COST Action-ის შესახებ, მასში მონაწილეობის სარგებელსა და თანამშრომლობის პერსპექტივებზე, ასევე, იმ შესაძლებლობებზე, რომლებიც მკვლევრებს აკადემიური კარიერის განვითარებისა და საერთაშორისო აკადემიურ სივრცეში ინტეგრაციის მიმართულებით ეძლევათ.
შეხვედრაზე, ასევე, განხილეს COST Action-ის მოძიებისა და რეგისტრაციის პროცედურები, მენეჯმენტის კომიტეტში გაწევრიანების პროცესი და საქართველოში COST Action-ის ფარგლებში ჩატარებული ღონისძიებების გამოცდილება.
დოქტორანტებმა მიიღეს პრაქტიკული რჩევები და რეკომენდაციები წარმატებული აპლიკაციისთვის.
შეხვედრა ინტერაქტიულ ფორმატში წარიმართა, რაც მონაწილეებს შესაძლებლობას აძლევდა აქტიურად ჩართულიყვნენ, დაესვათ კითხვები და მიეღოთ ამომწურავი ინფორმაცია.
On February 21, 2025, an online informational meeting was held by Lela Goginava, Director of the Center for Migration and Diaspora Studies at Grigol Robakidze University, with the university’s doctoral students to introduce collaboration opportunities within the framework of COST Action.
Lela Goginava provided doctoral students with information about COST Action, the benefits of participation, and collaboration prospects, as well as opportunities for researchers to develop their academic careers and integrate into the international academic space.
The meeting also covered the process of finding and registering for a COST Action, joining the Management Committee, and experiences of organizing COST Action-related events in Georgia. Doctoral students received practical advice and recommendations for submitting a successful application.
The meeting was conducted in an interactive format, allowing participants to actively engage, ask questions, and receive comprehensive information.
,,GEO NEWS”





