
გრუნის 3 ახალ პროგრამას 7 წლიანი უპირობო აკრედიტაცია მიენიჭა
გრიგოლ რობაქიძის უნივერსიტეტის 3 უმაღლეს ინგლისურენოვან საგანმანათლებლო პროგრამას უპირობო, 7-წლიანი აკრედიტაცია მიენიჭა :
მდგრადი ბიზნესის ტრანსფორმაციის სამაგისტრო პროგრამა ( 1 წელი | 60 კრედიტი )
ინტენსიური სასწავლო პროგრამა მიზნად ისახავს, აღჭურვოს სტუდენტები ორგანიზაციულ დონეზე მდგრადი ინიციატივების დასანერგად საჭირო უნარებით, რაც მისცემს მათ შესაძლებლობას, მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანონ საერთაშორისო კორპორაციების ტრანსფორმაციის პროცესში
მდგრადი ბიზნესის მენეჯმენტის სამაგისტრო პროგრამა ( 2 წელი | 120 კრედიტი )
პროგრამა შესაძლებლობას მისცემს სტუდენტებს, მიიღონ ბიზნესის განვითარების სტრატეგიაში მდგრადობის კომპონენტის ინტეგრირებისთვის საჭირო ცოდნა, უნარები და პრაქტიკული გამოცდილება, ჩამოყალიბდნენ ლიდერებად და ეფექტურად მართონ მდგრადი ტრანსფორმაციის პროცესი ბიზნეს სექტორში როგორც ადგილობრივ, ისე საერთაშორისო დონეზე.
მდგრადი ბიზნესის მენეჯმენტის სადოქტორო პროგრამა ( 3 წელი | 60 კრედიტი )
ინტენსიურ კვლევაზე ორიენტირებული პროგრამა ფოკუსირდება მდგრადობაზე, კორპორაციულ სტრატეგიასა და კორპორაციულ სოციალურ პასუხისმგებლობაზე. მისი მიზანია თეორიული ცოდნა შეუსაბამოს პრაქტიკულ გამოვლინებებს და აკადემიურ პერსონალსა და პროფესიონალებს მისცეს შესაძლებლობა, ჩამოყალიბდნენ მომავალ ლიდერებად, მკვლევრებად და ექსპერტებად მდგრადი ბიზნესის სფეროში
აღნიშნულ პროგრამებს, ქვეყნისა და რეგიონის მასშტაბით, ანალოგი არ აქვთ
დეტალური ინფორმაციის მისაღებად, ეწვიე ბმულს :
https://drive.google.com/file/d/1tqH6I2AYWVnJiuC7n7KHY2iX5tXz9vtO/view?usp=sharing
Three English-language higher education programs of Grigol Robakidze University have been granted unconditional 7-year accreditation:
Master’s Program in Sustainable Business Transformation ( 1 year | 60 ECTS )
An intensive program designed to equip students with the essential skills to drive sustainable initiatives at the organizational level, enabling them to contribute to the transformation of global corporations
Master’s Program in Sustainable Business Management ( 2 years | 120 ECTS )
This program enables students to gain the knowledge, skills, and practical experience needed to integrate sustainability into business development strategies, become effective leaders, and manage sustainable transformation processes at both local and international levels
Doctoral Program in Sustainable Business Management ( 3 years | 60 ECTS )
A research-oriented program focusing on sustainability, corporate strategy, and corporate social responsibility. It aims to bridge theory and practice while preparing academics and professionals to become future leaders, researchers, and experts in sustainable business
These programs are unique in Georgia and across the region
For more information, visit the link below:
https://drive.google.com/file/d/1tqH6I2AYWVnJiuC7n7KHY2iX5tXz9vtO/view?usp=sharing





