• January

    1

    2025
  • 112
  • 0
გრუნი გილოცავთ ახალ წელს და გთავაზობთ უნიკალურ შესაძლებლობას – ზამთრის სკოლა 2025

გრუნი გილოცავთ ახალ წელს და გთავაზობთ უნიკალურ შესაძლებლობას – ზამთრის სკოლა 2025

გრიგოლ რობაქიძის უნივერსიტეტი გილოცავთ ახალ წელს და გთავაზობთ
უნიკალურ შესაძლებლობას, მიიღოთ მონაწილეობა ზამთრის სკოლაში, რომელიც წარმოადგენს უპრეცედენტო პროგრამას.

უნივერსიტეტი „საქართველოს მედიატორთა ასოციაციასთან“ თანამშრომლობით 2025 წლის 24-26 იანვარს, უნივერსიტეტის სტუდენტებისთვის აწყობს პირველ ზამთრის სკოლას „ეფექტურ კომუნიკაცია/მოლაპარაკებების ხელოვნებაში“.

ზამთრის სკოლა ხელს გიწყობთ თქვენს პროფესიულ განვითარებასა და ახალი
უნარების დაუფლებაში. პროგრამაში მონაწილეობისას, თქვენ მიიღებთ
ღირებული გამოცდილებას და შესაძლებლობას, იმუშაოთ ყველაზე მიმდინარე
თემებზე, გაუმჯობესოთ თქვენი ცოდნა და გაიღრმაოთ პროფესიული
კომპეტენციები.

გიწვევთ ჩაერთოთ ამ საინტერესო პროექტში, რომელსაც განსაკუთრებული
მნიშვნელობა აქვს როგორც პირად, ასევე პროფესიულ ზრდაზე.

უნივერსიტეტის დაინტერესებულმა სტუდენტებმა 2025 წლის 15 იანვრის
ჩათვლით უნდა გამოაგზავნონ სამოტივაციო წერილი (შემდეგ მეილზე –
winterschool@gruni.edu.ge), რომლის საფუძველზე მოხდება ზამთრის სკოლაში
მონაწილე სტუდენტების შერჩევა.

მონაწილეობის მიღება შეუძლია გრუნის ყველა მიმართულების/ფაკულტეტის
ბაკალავრიატის საფეხურის სტუდენტს.

სამოტივაციო წერილი უნდა პასუხობდეს ქვემორე საკითხებს:

• რატომ უნდა იქნეს კონკრეტული სტუდენტი შერჩეული ზამთრის
სკოლაში მონაწილეობის მისაღებად (რატომ შენ?) ;

• თუ აქვთ გამოცდილება ეფექტური კომუნიკაციის/მოლაპარაკების
მიმართულებით ან/და რაში გამოადგებათ სკოლის ფარგლებში მიღებული
უნარები (როგორ გამოიყენებ მიღებულ ცოდნას უნივერსიტეტის
მიზნებისთვის/ცხოვრებაში);

• რა როლი აკისრია მოლაპარაკებებსა და ეფექტურ კომუნიკაციას
საზოგადოების ყოველდღიურ ცხოვრებასა და ქვეყნის დემოკრატიულად
განვითარების საქმეში (გლობალური მიზნები)

ზამთრის სკოლას გაუძღვებიან მოქმედი, სერტიფიცირებული მედიატორები და
უნივერსიტეტის აკადემიური პერსონალი.

ზამთრის სკოლის წარმატებით გავლის შემთხვევაში სტუდენტებზე გაიცემა
უნივერსიტეტის და „საქართველოს მედიატორთა ასოციაციის“ ერთობლივი
სერტიფიკატი.

ფორმატი: ზამთრის სკოლა ითვალისწინებს ორდღიან ინტერაქციულ ტრენინგს,
ჯგუფურ აქტივობებს, პრეზენტაციებს, სასწავლო-სახალისო ფორმატს. ტრენინგი დაფუძნებულია სწავლება-კეთების მეთოდოლოგიაზე.

ჩატარების ადგილი: ზამთრის სკოლა ჩატარდება კახეთის რეგიონში.
შერჩეული სტუდენტებისთვის სკოლაში მონაწილეობა სრულად დაფინანსდება
უნივერსიტეტის მხრიდან.

,,GEO NEWS”

LEAVE A COMMENT

Your comment will be published within 24 hours.

COST CALCULATOR

Use our form to estimate the initial cost of renovation or installation.

REQUEST A QUOTE
Latest Posts
Most Viewed
Text Widget

Here is a text widget settings ipsum lore tora dolor sit amet velum. Maecenas est velum, gravida Vehicula Dolor