• January

    7

    2026
  • 50
  • 0
გრუნი ერთადერთი ქართული უნივერსიტეტია, რომელმაც ,,QR STARS”-ის 3 ვარსკვლავი მოიპოვა !

გრუნი ერთადერთი ქართული უნივერსიტეტია, რომელმაც ,,QR STARS”-ის 3 ვარსკვლავი მოიპოვა !

განსაკუთრებული სიამაყით გვსურს გაცნობოთ, რომ გრიგოლ რობაქიძის უნივერსიტეტმა წარმატებით გაიარა მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე ავტორიტეტული სარეიტინგო სისტემის, QS Stars-ის კომპლექსური აუდიტი და 3 ვარსკვლავი (Rated for Excellence) მოიპოვა! ⭐️⭐️⭐️

QS Stars არის ხარისხის საერთაშორისო ნიშანი, რომელიც ადასტურებს, რომ უნივერსიტეტი სრულად აკმაყოფილებს თანამედროვე გლობალურ სტანდარტებს.

QS Stars-ის აუდიტმა მოგვცა შესაძლებლობა, საერთაშორისო ექსპერტების თვალით შეგვეფასებინა ჩვენი საქმიანობა. შედეგები კი ადასტურებს, რომ გრუნი არის სივრცე, სადაც სტუდენტის ინტერესი უპირველესია:

სწავლება და სტუდენტზე ორიენტირებული მიდგომა – სტუდენტთა კმაყოფილების მაჩვენებელი შეადგენს 87%-ს, ხოლო აკადემიური პროგრამების დასრულების მაჩვენებელი რეგიონში ერთ-ერთი უმაღლესია (99.2% );

დასაქმება და კარიერული განვითარება – უნივერსიტეტის კურსდამთავრებულთა 84.3% წარმატებითაა დასაქმებული, ხოლო სტუდენტებისთვის აქტიურად ტარდება პრაქტიკული სტაჟირებები და დასაქმების ფორუმები;

საერთაშორისო ჩართულობა – უნივერსიტეტი აერთიანებს 21 ეროვნების სტუდენტს, თანამშრომლობს 63 საერთაშორისო კვლევით პარტნიორთან და განაგრძობს აქტიურ მონაწილეობას გლობალურ საგანმანათლებლო ქსელებში;

ინფრასტრუქტურა და სასწავლო გარემო – თანამედროვე აუდიტორიები, ლაბორატორიები, ბიბლიოთეკა და ციფრული რესურსები უზრუნველყოფს სტუდენტთა აკადემიური და პროფესიული უნარების განვითარებას.

ეს აღიარება გვიხსნის გზას ახალი საერთაშორისო პარტნიორობებისა და გაცვლითი პროგრამებისკენ, რაც ჩვენს სტუდენტებს კიდევ უფრო მეტ შესაძლებლობას მისცემს.

LEAVE A COMMENT

Your comment will be published within 24 hours.

COST CALCULATOR

Use our form to estimate the initial cost of renovation or installation.

REQUEST A QUOTE
Latest Posts
Most Viewed
Text Widget

Here is a text widget settings ipsum lore tora dolor sit amet velum. Maecenas est velum, gravida Vehicula Dolor