
გრუნი იორდანიის ჰაშიმიტური სამეფოს მიერ აღიარებული სამედიცინო უნივერსიტეტია
სიამაყით გვსურს გაცნობოთ, რომ იორდანიის ჰაშიმიტური სამეფოს უმაღლესი განათლებისა და სამეცნიერო კვლევების სამინისტრომ გრიგოლ რობაქიძის უნივერსიტეტი ( GRUNI ) ოფიციალურად აღიარა, როგორც აკრედიტებული სამედიცინო უნივერსიტეტი.
მიგვაჩნია, რომ ეს მნიშვნელოვანი ეტაპი კიდევ უფრო გააძლიერებს საქართველოსა და იორდანიას შორის არსებულ ხანგრძლივ აკადემიურ და დიპლომატიურ პარტნიორობას. ჩვენთვის კი, როგორც საგანმანათლებლო დაწესებულებისთვის, ეს არის კიდევ უფრო მეტი სტიმული, უზრუნველვყოთ მაღალი ხარისხის განათლება, თანამედროვე კლინიკური ტრენინგი და საერთაშორისო სტანდარტებთან შესაბამისი სამედიცინო პროგრამები.
გვსურს, კიდევ ერთხელ, გულწრფელი მადლობა გადავუხადოთ იორდანიის ჰაშიმიტური სამეფოს უმაღლესი განათლებისა და სამეცნიერო კვლევების სამინისტროს და უმაღლესი განათლებისა და სამეცნიერო კვლევების მინისტრს, მის აღმატებულებას პროფესორ აზმი მაჰაფზაჰს. ასევე, საქართველოს საელჩოს იორდანიაში – აღიარების პროცესში, უწყვეტი მხარდაჭერისა და თანადგომისთვის.
იორდანელ სტუდენტებს კი, მოუთმენლად ველით GRUNI-ში, რათა მათ პიროვნულ-კარიერულ განვითარებაში ჩვენი წვლილი შევიტანოთ.
,,GEO NEWS”





