
გრუნი ორიგინალური და ინოვაციური სასწავლო პროექტების ლიდერია
გრუნის ყველაზე მასშტაბური პროექტის – „ბავშვები ბავშვებისათვის“, გამარჯვებული მოსწავლეები ბრიუსელიდან დაბრუნდნენ.
ევროპული სასწავლო ვიზიტის ფარგლებში შეხვედრები გაიმართა ევროკავშირის მთავარ ინსტიტუციებში, მათ შორის, ევროპულ საბჭოში, ევროკომისიაში, ევროკავშირის საგარეო ურთიერთობათა სამსახურსა და ნატოს შტაბ-ბინაში.
ახალგაზრდებს, ამ ორგანიზაციების წარმომადგენლებთან შეხვედრებისას, შესაძლებლობა ჰქონდათ გასცნობოდნენ ევროკავშირისა და ნატოს საქმიანობას, მათ ძირითად პრიორიტეტებსა და ინიციატივებს.
შეხვედრები შეეხებოდა ევროკავშირის გაფართოების, აღმოსავლეთ პარტნიორობისა და ჰიბრიდული საფრთხეების თემატიკას.
ახალგაზრდები ახალი ცოდნითა და გამოცდილებით აღჭურვილები დაუბრუნდნენ მშობლიურ სკოლებს.
პროექტი „ბავშვები ბავშვებისათვის“ გრუნის პროფესორის – სოფიო კილაძის, ინიციატივით მეორე წელია იმართება უნივერსიტეტში. წელს გამარჯვებულად დასახელდა ამ პროექტის 7 საუკეთესო მოსწავლე თბილისიდან, ქუთაისიდან და ზესტაფონიდან, რომლებსაც მთავარ პრიზად გადაეცათ ტური ევროპაში
The winners of the most extensive project by Gruni, “Children for Children” have returned from Brussels.
During their European study visit, they attended meetings at key EU institutions, including the European Council, the European Commission, the European External Action Service, and NATO Headquarters.
These young people had the opportunity to engage with representatives of these organizations, gaining insights into the work, main priorities, and initiatives of the EU and NATO.
The discussions covered topics such as EU enlargement, the Eastern Partnership, and hybrid threats.
Equipped with new knowledge and experiences, the students have returned to their home schools.
The “Children for Children” project, initiated by Gruni professor Sophio Kiladze, has been held at the university for the second year. This year, seven outstanding students from Tbilisi, Kutaisi, and Zestafoni were named as winners of the project, receiving a European tour as the grand prize.
,,GEO NEWS”




