
გრუნში ცნობილი მეცნიერის, დავით ძამუკაშვილის, სამეცნიერო კრებულების : „შრომის სამართალი“ და „ევროკავშირის სასაქონლო ნიშნის სამართალი“, პრეზენტაცია გაიმართა
2025 წლის 9 დეკემბერს, გრიგოლ რობაქიძის უნივერსიტეტში, ცნობილი მეცნიერის, სამართლის დოქტორის, იურისტთა მრავალი თაობის აღმზრდელისა და პედაგოგის, უნივერსიტეტის პროფესორის – დავით ძამუკაშვილის, სამეცნიერო კრებულების: „შრომის სამართალი“ და „ევროკავშირის სასაქონლო ნიშნის სამართალი“, პრეზენტაცია გაიმართა.
გამოცემები მნიშვნელოვანი შენაძენია, როგორც აკადემიური / სამეცნიერო წრეებისა და სტუდენტებისათვის, ისე პრაქტიკოსი სპეციალისტებისა და ამ საკითხებით დაინტერსებული პირებისთვის.
,,GEO NEWS”





