• May

    3

    2024
  • 103
  • 0

გურამ მაჭარაშვილი – აქციების მიზანი კანონპროექტის უკან წაღება კი არ არის, მიზანია, ერთხელ და სამუდამოდ დაანახონ უცხოურ ძალას, რომ საქართველო სუვერენული ქვეყანა არ არის

აქციების მიზანი კანონპროექტის უკან წაღება კი არ არის, მიზანია, ერთხელ და სამუდამოდ დაანახონ უცხოურ ძალას, რომ საქართველო სუვერენული ქვეყანა არ არის, – ამის შესახებ „ხალხის ძალის“ წევრმა, გურამ მაჭარაშვილმა განაცხადა.

მაჭარაშვილის თქმით, „ეს არის მცირე პოლიტიკური ჯგუფის ძალადობრივი აქციები“.

„ერთ დღეს ვნახეთ, რომ პოლიციამ შეძლო და კანონის ჩარჩოში მოაქცია აქციის მონაწილეები, შემდგომ ისინი გაღიზიანდნენ და პოლიციის შეურაცხყოფა, პოლიციაზე ფიზიკური შეხება და ცეცხლის სროლა დაიწყეს. მეორე დღეს ვნახეთ, რომ პოლიცია საერთოდ არ იყო. წარმოიდგინეთ, ანომალიაა, რომ დარბოდნენ აქციის „მშვიდობიანი“ მონაწილეები და პოლიციელებს ეძებდნენ. მერე ეზოში ნახეს რამდენიმე და იქ დაუწყეს ქვების სროლა, გინება და შეურაცხყოფა. ანუ, მიზანი რა არის, პირველკლასელი ბავშვიც მიხვდება.

აქციაზე პოლიცია საერთოდ არ დგას და 200-300 აგრესიულად განწყობილი აქციის მონაწილე დარბის და ეძებს პოლიციას, რომ შეურაცხყოფა მიაყენოს. დაწვეს, დაანგრიეს შენობები და ა.შ. გაუშვეს მხუთავი აირის საშუალებები, რასაც შსს იკვლევს. სხვათა შორის, ის საქართველოში არ იშოვება. ამას აფინანსებს ის უცხოური ძალა და ეს გვინდა ზუსტად, რომ გამჭვირვალე იყოს. ამ ახალგაზრდებს სად აქვთ ამის ფული, რომ მხუთავი აირები, აირწინაღები და ნებისმიერი ასეთი საშუალებები შეიძინონ. ამის ფული ხომ მათ არ აქვთ. ამას აფინანსებს ზუსტად ის უცხოური ძალა, რომლის გამჭვირვალობასაც ჩვენ ვითხოვთ. ვინ დგას ამათ უკან, დგანან პოლიტიკოსები, ვინც იქ მიდიან ხოლმე.

ვაშაძე ვნახეთ იქ, რომელმაც პრაქტიკულად ისედაც ნულოვანი რეიტინგი გაინადგურა. კამერების წინ ამბობდა, რომ უკან არის მშვიდობიანი აქცია და ხალხი ხედავდა ცეცხლს, როგორ წვავდნენ და პარლამენტის კარს როგორ ანგრევდნენ, ერთმანეთს როგორ ეჩხუბებოდნენ. გვარიამ რაც ხელისუფლებაში ყოფნის დროს თქვა, რომ ახალი ქართველი უნდა გამოეყვანა, დღეს გაიმეორა, თურმე ეს ყოფილა ახალი ქართული საზოგადოება, რომელიც პოლიციელს აგინებს, ღვინოს შეურაცხყოფას აყენებს და ქართულ ტრადიციებს არ ცნობს. თურმე ამ ყველაფერს ვინც არ აკეთებს, ის ჩასარეცხია. აქციების მიზანი კანონპროექტის უკან წაღება კი არ არის, მიზანია, რომ ერთხელ და სამუდამოდ დაანახონ უცხოურ ძალას, რომ საქართველო სუვერენული ქვეყანა არ არის“, – აღნიშნა გურამ მაჭარაშვილმა.

„ხალხის ძალის“ წევრის თქმით, საქართველოს მართავენ „ენჯეოები“ და რადიკალური ოპოზიციის წარმომადგენლები.

„ოღონდ ესენი მართავენ თავიანთი პატრონების მეშვეობით. რა უნდა ამერიკას? უნდა ტერიტორია, აქედან ადვილია ამერიკის მოწინააღმდეგე სახელმწიფოებთან ბრძოლა. აქედან ადვილია, მათ შორის, რუსეთთან კონფლიქტი, რომელიც, რა თქმა უნდა, აწყობს იმ დიდ ქვეყნებს. ეს ჩვენ 2008-ში გამოვლილი გვაქვს და არავის უთქვამს მაშინ, რუსეთთან ომში ჩავერთვებიო. გეუბნებიან, რომ რუსეთთან შედი კონფლიქტში, მაგრამ ჩვენ ვერ დაგეხმარებითო, ეს არ გვინდა ჩვენ“, – განაცხადა მაჭარაშვილმა.

LEAVE A COMMENT

Your comment will be published within 24 hours.

COST CALCULATOR

Use our form to estimate the initial cost of renovation or installation.

REQUEST A QUOTE
Latest Posts
Most Viewed
Text Widget

Here is a text widget settings ipsum lore tora dolor sit amet velum. Maecenas est velum, gravida Vehicula Dolor