• September

    29

    2025
  • 91
  • 0
გურამ მაჭარაშვილი – ბაჩო ახალაია მშვიდობიანი აქციისგან შორს არის, ისევე, როგორც პაატა ბურჭულაძე პოლიტიკისგან, როგორც ჩანს, აღარ ენდობიან და ახალაიას ძალადობრივ პროცესებს მიმართეს

გურამ მაჭარაშვილი – ბაჩო ახალაია მშვიდობიანი აქციისგან შორს არის, ისევე, როგორც პაატა ბურჭულაძე პოლიტიკისგან, როგორც ჩანს, აღარ ენდობიან და ახალაიას ძალადობრივ პროცესებს მიმართეს

ბაჩო ახალაია ისევე შორს არის მშვიდობიანი აქციისგან, როგორც პაატა ბურჭულაძე პოლიტიკისგან, – ამის შესახებ  „ხალხის ძალის“ წევრმა, გურამ მაჭარაშვილმა განაცხადა.

მაჭარაშვილმა კომენტარი გააკეთა გავრცელებულ ინფორმაციაზე, რომლის თანახმადაც, პაატა ბურჭულაძე და მურთაზ ზოდელავა 4 ოქტომბერთან დაკავშირებით ბაჩო ახალაიას შეხვდნენ.

რომ 4 ოქტომბერთან დაკავშირებით პაატა ბურჭულაძე და მურთაზ ზოდელავა ბაჩო ახალაიას შეხვდნენ.

მაჭარაშვილის თქმით, როგორც ჩანს, ბურჭულაძის პოლიტიკას აღარ ენდობიან და ახალაიას ძალადობრივ პროცესებს მიმართეს.

„ეს ყველაფერი იმის მტკიცებაა, რასაც ვამბობთ, რომ „დედა-ნაცმოძრაობას“ არეულობა უნდა, მაგრამ ნულოვანი შანსი აქვთ. ამიტომ, ძალადობრივი აქციებისთვის ემზადებიან. როცა ხაბეიშვილი დააკავეს, თქვეს, რომ მშვიდობიან გადატრიალებას გულისხმობდაო, მაგრამ ორ დღეში, ცეცხლში გახვეული პარლამენტის ფოტო გამოაქვეყნეს. შენობებს ცეცხლს მშვიდობიანად არავინ უკიდებს. ძალადობრივი აქციებისთვის ემზადებიან, მაგრამ სახელმწიფო თავის სიმაღლეზე დგას. კანონიდან გადაცდომაზე შესაბამისი რეაგირება იქნება“, – განაცხადა გურამ მაჭარაშვილმა.

LEAVE A COMMENT

Your comment will be published within 24 hours.

COST CALCULATOR

Use our form to estimate the initial cost of renovation or installation.

REQUEST A QUOTE
Latest Posts
Most Viewed
Text Widget

Here is a text widget settings ipsum lore tora dolor sit amet velum. Maecenas est velum, gravida Vehicula Dolor