• November

    10

    2025
  • 27
  • 0
გურამ მაჭარაშვილი – გერმანიის ელჩი თავის ფუნქციებში თუ ჩაჯდება, ურთიერთობას გავაგრძელებთ

გურამ მაჭარაშვილი – გერმანიის ელჩი თავის ფუნქციებში თუ ჩაჯდება, ურთიერთობას გავაგრძელებთ

ყველა ხედავს, რომ ჩვენ პიროვნებებს არაფერს ვერჩით, საქართველოს მიმართ თავდასხმა და უსამართლო განცხადებების გაკეთება რომ ხდება, ამაზე პასუხის გაცემა გვიწევს, – ამის შესახებ „ხალხის ძალის“ ლიდერმა, გურამ მაჭარაშვილმა საქართველოს პირველ არხს განუცხადა.

მისივე თქმით, „სამწუხაროდ, თავდასხმები, უსამართლო განცხადებები და შეურაცხყოფა გერმანიის ელჩისგან მოდიოდა“.

როგორც მაჭარაშვილმა აღნიშნა, ამას ნებისმიერი სახელმწიფო უპასუხებდა.

„რატომ სხვა სახელმწიფოებზე არ ვსაუბრობთ? ევროკავშირის ბევრ ქვეყანას გეტყვით. მათზე რატომ არ ვსაუბრობთ? ისინი რატომ არ გაიწვიეს მათმა სახელმწიფოებმა? იმიტომ, რომ უსამართლო განცხადებებს არ აკეთებენ და დიპლომატიურ ფუნქციებში ჯდებიან. გერმანიის ელჩს კი იმაზე მეტად მოუვიდა, ვიდრე დიპლომატს შეიძლება მოსვლოდა. ამ ელჩის თაობაზე ბუნდესტაგში ყველაზე დიდი ოპოზიციური ფრაქციიდან კითხვები დაისვა. თუ ელჩი თავის ფუნქციებში ჩაჯდება, ჩვენ ურთიერთობას გავაგრძელებთ. ჩვენთვის მნიშვნელობა არ აქვს, რომელი სახელმწიფო რომელ ელჩს გამოაგზავნის. მთავარია, საქართველოს მიმართ უსამართლო გადაწყვეტილებები არ იყოს“, – განაცხადა გურამ მაჭარაშვილმა.

LEAVE A COMMENT

Your comment will be published within 24 hours.

COST CALCULATOR

Use our form to estimate the initial cost of renovation or installation.

REQUEST A QUOTE
Latest Posts
Most Viewed
Text Widget

Here is a text widget settings ipsum lore tora dolor sit amet velum. Maecenas est velum, gravida Vehicula Dolor