• December

    15

    2025
  • 34
  • 0
გურამ მაჭარაშვილი – „ნაციონალური მოძრაობა“ აკრძალა „ნაციონალურმა მოძრაობამ“, მისმა დანაშაულებმა და არა – ჩვენ, საჯარო მტკიცებულებები არსებობს, რომ ასეთი ტიპის ფაშისტური ორგანიზაცია არ უნდა არსებობდეს

გურამ მაჭარაშვილი – „ნაციონალური მოძრაობა“ აკრძალა „ნაციონალურმა მოძრაობამ“, მისმა დანაშაულებმა და არა – ჩვენ, საჯარო მტკიცებულებები არსებობს, რომ ასეთი ტიპის ფაშისტური ორგანიზაცია არ უნდა არსებობდეს

„ნაციონალური მოძრაობა“ სამწუხარო წარსულია, რომელსაც ვერავინ და ვერასდროს დააბრუნებს აწმყოში. საგამოძიებო კომისიაში ის ადამიანები დავიბარეთ, რომლებმაც „ნაცმოძრაობის მიერ“ თავს დატეხილი სამწუხარო წარსული გაიხსენეს, – ამის შესახებ „ხალხის ძალის“ წევრმა, გურამ მაჭარაშვილმა განაცხადა.

მისივე თქმით, „ნაციონალურმა მოძრაობამ“ საკუთარი თავი თავად აიკრძალა.

„საკონსტიტუციო სასამართლოში სარჩელი შევიტანეთ, რათა სამართლებრივადაც აღარ არსებობდეს რისკი იმ რეჟიმის გამეორების, რაც „ნაციონალურმა მოძრაობამ“ შექმნა. დიდი ალბათობით, ეს საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებით გაკეთდება. საჯარო მტკიცებულებები არსებობს, რომ ასეთი ტიპის პირდაპირი ფაშისტური „პოლიტიკური ორგანიზაცია“ არ უნდა არსებობდეს. ახლა სამწუხარო წარსულმა რაც არ უნდა იფართხალოს, მხოლოდ მცდელობებია და მეტი არაფერი. „ნაციონალური მოძრაობა“ აკრძალა „ნაციონალურმა მოძრაობამ“, მისმა ქმედებებმა, მისმა დანაშაულებმა და არა – ჩვენ. საკუთარი თავი თავად აიკრძალეს. არჩევნებში არ მიიღეს მონაწილეობა და რატომ უნდა არსებობდეს პოლიტიკური პარტია, თუ არჩევნებში არ მონაწილეობს? დამხობაში მონაწილეობა მიიღეს, რასაც მისი მხარდამჭერებიც არ უჭერდნენ მხარს. იმედი გვაქვს, საკონსტიტუციო სასამართლო მათ აკრძალავს. ჩვენ ფორმალურად იმას ავასრულებთ, რაც ამ პარტიამ საკუთარ თავს გაუკეთა“, – განაცხადა მაჭარაშვილმა.

LEAVE A COMMENT

Your comment will be published within 24 hours.

COST CALCULATOR

Use our form to estimate the initial cost of renovation or installation.

REQUEST A QUOTE
Latest Posts
Most Viewed
Text Widget

Here is a text widget settings ipsum lore tora dolor sit amet velum. Maecenas est velum, gravida Vehicula Dolor