• October

    23

    2023
  • 106
  • 0

გურამ მაჭარაშვილი – ნიკა მელია რასაც ამბობს, იმის საწინააღმდეგოს აკეთებს, გირაოს არ გადავიხიო და გადაიხადა, წავალ პარტიიდანო და არ მიდის, შეიძლება, პარტიიდან, რომ გაუშვან, ისევ დაბრუნდეს

ნიკა მელია რასაც ამბობს, ყველაფერს იმის საწინააღმდეგოდ აკეთებს, ამბობდა, გირაოს არ გადავიხიო და გადაიხადა, არ ჩავჯდებიო და ჩაჯდა, წავალ პარტიიდანო და არ მიდის, შეიძლება, პარტიიდან, რომ გაუშვან, ისევ დაბრუნდეს, – ამის შესახებ მოძრაობა „ხალხის ძალის“ წევრმა, გურამ მაჭარაშვილმა განაცხადა.

„ყოფილ თუ ახლანდელ „ნაცმოძრაობაში“, სამწუხაროდ, ეს რეალობაა, თავის წარმომადგენლებს აგზავნიან მეორე მხარესთან და ეუბნებიან, რომ ნახე სააკაშვილის სოფო და ლაპარაკში შეაპარე, რომ მელიამ ხაბეიშვილთან ნალაპარაკები კეზერაშვილთან მიიტანა. თუ სოფო ვერ ნახე, მაშინ მელიას ბაჩო დოლიძე ნახე და სოფოსთან ნალაპარაკები კეზერაშვილთან ჩაიტანე. თუ ვერაფერი გაიგეს, მერე სააკაშვილი ეუბნება მათ ამას ყველაფერს უკუღმა. ეს რეალობაა „ნაცმოძრაობაში“.

ნიკა მელია რასაც ამბობს, ყველაფერს იმის საწინააღმდეგოდ აკეთებს. ადრე ამბობდა, რომ გირაოს არ გადავიხიო და გადაიხადა; არ ჩავჯდებიო და ჩაჯდა; არ გამოვალო და გამოვიდა. ახლა – წავალ პარტიიდანო და არ მიდის. შეიძლება, პარტიიდან რომ გაუშვან, მერე ისევ დაბრუნდეს. ეს ადამიანი არაადეკვატურია, და არა მხოლოდ ის. არაფორმალურ მმართველობას რაც შეეხება, თუ შეიძლება, იყოს ორგანიზაცია, რომელსაც არაფორმალური მმართველები ჰყავს, ეს „ნაციონალური მოძრაობაა“. აბა ვინაა, არაფორმალური მმართველია სააკაშვილი, კეზერაშვილი, მერაბიშვილი. იმდენი არაფორმალური მმართველი ჰყავთ, რომ უკვე დაავიწყდათ, ფორმალური ვინ არის“,- განაცხადა გურამ მაჭარაშვილმა.

 

LEAVE A COMMENT

Your comment will be published within 24 hours.

COST CALCULATOR

Use our form to estimate the initial cost of renovation or installation.

REQUEST A QUOTE
Latest Posts
Most Viewed
Text Widget

Here is a text widget settings ipsum lore tora dolor sit amet velum. Maecenas est velum, gravida Vehicula Dolor