• June

    28

    2024
  • 91
  • 0
გურამ მაჭარაშვილი – პირველი ქვეყანა ვართ დემოკრატიის განვითარების კუთხით, გამჭვირვალობის თვალსაზრისით, სად დაინახეს დემოკრატიის უკუსვლა და კურსის შეცვლა?

გურამ მაჭარაშვილი – პირველი ქვეყანა ვართ დემოკრატიის განვითარების კუთხით, გამჭვირვალობის თვალსაზრისით, სად დაინახეს დემოკრატიის უკუსვლა და კურსის შეცვლა?

ჩვენ პირველი ქვეყანა ვართ დემოკრატიის განვითარების კუთხით, გამჭვირვალობის თვალსაზრისით და სად დაინახეს დემოკრატიის უკუსვლა და კურსის შეცვლა?, – ამის შესახებ „ხალხის ძალის“ აღმასრულებელმა მდივანმა, გურამ მაჭარაშვილმა ევროპული საბჭოს სამიტის შემდეგ გამოქვეყნებულ დასკვნასთან დაკავშირებით განაცხადა.

მას შემდეგ, რაც ევროპარლამენტმა სამარცხვინო რეზოლუცია მიიღო, სადაც ჩაწერეს, რომ პოლიტპატიმარია სააკაშვილი, ოლიგარქია ბიძინა ივანიშვილი და მედიამენეჯერია დავით კეზერაშვილი, ასეთ რეზოლუციებს და განცხადებებს ქართველი ხალხისთვის ფასი არ აქვს. წყალგამყოფი იქნება 26 ოქტომბერს, როცა ქართველი ხალხი აირჩევს არა ლგბტ ცხოვრებას, არამედ ტრადიციულ ცხოვრებას, ასევე აირჩევს მშვიდობას და არა ომს.

რაც შეეხება კურსს, ვიდრე უცხოელი აქტორები განცხადებას გააკეთებენ, მანამდე მაგიდის მეორე მხარეს მათივე საერთაშორისო ინსტიტუტების შეფასებებია, სადაც საქართველო კანდიდატ ქვეყნებს შორის პირველ ადგილზეა. ევროკავშირის ბევრ სახელმწიფოს საქართველო უსწრებს. ჩვენ პირველი ქვეყანა ვართ დემოკრატიის განვითარების კუთხით, გამჭვირვალობის თვალსაზრისით და სად დაინახეს დემოკრატიის უკუსვლა და კურსის შეცვლა?“, – განაცხადა გურამ მაჭარაშვილმა.

ევროპულმა საბჭომ შეშფოთება გამოთქვა საქართველოში ბოლო დროს განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით. ევროპული საბჭო მოუწოდებს საქართველოს ხელისუფლებას, მკაფიო გახადოს თავიანთი ზრახვები არსებული მოქმედების კურსის შეცვლით, რომელიც საფრთხეს უქმნის საქართველოს ევროკავშირისკენ მიმავალ გზას.

LEAVE A COMMENT

Your comment will be published within 24 hours.

COST CALCULATOR

Use our form to estimate the initial cost of renovation or installation.

REQUEST A QUOTE
Latest Posts
Most Viewed
Text Widget

Here is a text widget settings ipsum lore tora dolor sit amet velum. Maecenas est velum, gravida Vehicula Dolor