• January

    27

    2026
  • 27
  • 0
გურამ მაჭარაშვილი – როგორც ჩანს, უკრაინაში მოლოდინი ჰქონდათ, საქართველოში მეორე ფრონტის გახსნას შეძლებდნენ, ეს რომ ვერ შეძლეს, ახლა გადატვირთის პოლიტიკა მიდის

გურამ მაჭარაშვილი – როგორც ჩანს, უკრაინაში მოლოდინი ჰქონდათ, საქართველოში მეორე ფრონტის გახსნას შეძლებდნენ, ეს რომ ვერ შეძლეს, ახლა გადატვირთის პოლიტიკა მიდის

როგორც ჩანს, მოლოდინი ჰქონდათ, საქართველოში მეორე ფრონტის გახსნას შეძლებდნენ და ეს რომ ვერ შეძლეს, ახლა უკრაინის მხრიდან გადატვირთის პოლიტიკა მიდის, – ამის შესახებ პარტია „ხალხის ძალის“ აღმასრულებელმა მდივანმა, გურამ მაჭარაშვილმა უკრაინის მიერ საქართველოში ახალი ელჩის დანიშვნასთან დაკავშირებით განაცხადა.

მისი თქმით, საქართველოს ომის, მშვიდობისა და პარტნიორობის შესახებ პოზიცია არ შეუცვლია.

„ჩვენი მხრიდან არაფერი შეცვლილა, საქართველოს რა პოზიციაც ჰქონდა ომის, მშვიდობის, პარტნიორობის თაობაზე, აბსოლუტურად იგივეა. კიევიდან ყველაზე გვიან სწორედ ჩვენი ელჩი წავიდა, ის ადამიანი ბომბების ქვეშ მუშაობდა. კი ბატონი, ჩვენ პარტნიორობისა და მეგობრობის ფორმატში ვრჩებით. ამას ადრეც ვამბობდით. ზელენსკის ის სიმართლე არ მოეწონა, რომელსაც ვამბობდით და ელჩი ამიტომ გაიწვია. ახლა ელჩი დანიშნა და ეს აქამდეც უნდა გაეკეთებინა“, – განაცხადა გურამ მაჭარაშვილმა.

უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ საქართველოში უკრაინის ახალი ელჩის დანიშვნის შესახებ განკარგულებას ხელი მოაწერა. საქართველოში უკრაინის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩად მიხაილო ბროდოვიჩი დაინიშნა.

LEAVE A COMMENT

Your comment will be published within 24 hours.

COST CALCULATOR

Use our form to estimate the initial cost of renovation or installation.

REQUEST A QUOTE
Latest Posts
Most Viewed
Text Widget

Here is a text widget settings ipsum lore tora dolor sit amet velum. Maecenas est velum, gravida Vehicula Dolor