• October

    19

    2023
  • 114
  • 0
გურამ მაჭარაშვილი – უსაფრთხოების სამსახური აწყობილია, სხვა შემთხვევაში, საქართველოში მშვიდობა არ იქნებოდა, სუს-ის მიმართ კითხვები გვექნება, მათ შორის იმ სემინარზე, რაზეც გამოძიება მიმდინარეობს

გურამ მაჭარაშვილი – უსაფრთხოების სამსახური აწყობილია, სხვა შემთხვევაში, საქართველოში მშვიდობა არ იქნებოდა, სუს-ის მიმართ კითხვები გვექნება, მათ შორის იმ სემინარზე, რაზეც გამოძიება მიმდინარეობს

მოძრაობა „ხალხის ძალის“ წევრის, გურამ მაჭარაშვილის განცხადებით, პარლამენტში მოსმენისას სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიმართ ერთ-ერთი კითხვა შეეხება იმ სემინარს, რასთან დაკავშირებითაც გამოძიება მიმდინარეობს.

„მორღვეული ტვინი აქვს ოპოზიციას, თორემ ქვეყნის უსაფრთხოების სამსახური აწყობილია, რადგან სხვა შემთხვევაში, რეგიონში, სადაც ორი უდიდესი ომია, საქართველოში არ იქნებოდა მშვიდობა, რაც ეკონომიკური წინსვლის წინაპირობაა. ამას ნებისმიერი მოქალაქე ხედავს. რადიკალურ ოპოზიციას სხვანაირად რომ აქვს ტვინი მოწყობილი, ეს მათი პრობლემაა. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიმართ კითხვები გვექნება, მათ შორის იმ სემინარზე, რაზეც გამოძიება მიმდინარეობს და ქვეყნისთვის საფრთხეა“, – განაცხადა გურამ მაჭარაშვილმა.

შეგახსენებთ, პარლამენტი დღეს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანგარიშს მოისმენს.

LEAVE A COMMENT

Your comment will be published within 24 hours.

COST CALCULATOR

Use our form to estimate the initial cost of renovation or installation.

REQUEST A QUOTE
Latest Posts
Most Viewed
Text Widget

Here is a text widget settings ipsum lore tora dolor sit amet velum. Maecenas est velum, gravida Vehicula Dolor