• November

    13

    2025
  • 30
  • 0
გურამ მაჭარაშვილი – ჩორჩანის თაობაზე გახარიამ გადაწყვეტილება არავის შეუთანხმა, მათ შორის არც უსაფრთხოების სამსახურს, ამიტომ მისი გუნდისთვის წარდგენილი ბრალი სიურპრიზი არ იყო

გურამ მაჭარაშვილი – ჩორჩანის თაობაზე გახარიამ გადაწყვეტილება არავის შეუთანხმა, მათ შორის არც უსაფრთხოების სამსახურს, ამიტომ მისი გუნდისთვის წარდგენილი ბრალი სიურპრიზი არ იყო

გახარიას არ ჰქონდა კითხვებზე პასუხი, რატომ არ შეუთანხმა არავის არაფერი და რატომ დადგა საოკუპაციო ხაზთან საგუშაგო, – ამის შესახებ პარტია „ხალხის ძალის“ აღმასრულებელმა მდივანმა, გურამ მაჭარაშვილმა განაცხადა.

მაჭარაშვილის თქმით, საგამოძიებო კომისიის სხდომაზე მოქალაქეებმა განაცხადეს, რომ იქ მყოფი ადამიანებისთვის ეს სასარგებლო გადაწყვეტილება არ იყო.

„გახარიას ახსნა-განმარტებების შემდეგ ცნობილი გახდა, რა იყო მიზანი შინაგან საქმეთა მინისტრობის დროს ჩორჩანის თაობაზე გადაწყვეტილების მიღებისა. მას არ ჰქონდა კითხვებზე პასუხი, რატომ არ შეუთანხმა არავის არაფერი და რატომ დადგა საოკუპაციო ხაზთან საგუშაგო. დროებითი საგამოძიებო კომისიის სხდომაზე მოქალაქეები მოვიდნენ და ახსნეს, რომ ეს არ იყო გადაწყვეტილება, რაც სარგებლით დასრულდა იქ მყოფი ადამიანებისთვის. გახარიამ გადაწყვეტილება არავის შეუთანხმა, მათ შორის, არც უსაფრთხოების სამსახურს. ამ ყველაფრის გათვალისწინებით, რა თქმა უნდა, მისი გუნდისთვის წარდგენილი ბრალი სიურპრიზი არ იყო“, – განაცხადა გურამ მაჭარაშვილმა.

საქართველოს პროკურატურამ ყოფილი პრემიერ-მინისტრის, გიორგი გახარიას მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნა დაიწყო. პროკურატურის ცნობით, საქმე ეხება 2019 წლის 20-21 ივნისის და ჩორჩანის ეპიზოდებს.

LEAVE A COMMENT

Your comment will be published within 24 hours.

COST CALCULATOR

Use our form to estimate the initial cost of renovation or installation.

REQUEST A QUOTE
Latest Posts
Most Viewed
Text Widget

Here is a text widget settings ipsum lore tora dolor sit amet velum. Maecenas est velum, gravida Vehicula Dolor